07/04/2014
სტომატოლოგის რჩევები:
ნუ გაითბობთ მტკივან კბილს გარედან.
გაითბეთ პირის ღრუს მხრიდან. მაგ ცხელი სავლების საშუალებით, ამასთან დიდი მნიშვნელობა არ აქვს რით გააკეთებთ ამას. მთავარია, როგორ! პირველ რიგში სავლები უნდა იყოს ცხელი.
გამოვლება უნდა იყოს ინტენსიური, არანაკლებ 5-10-ჯერ დღეში.
სავლები შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი მცენარისგა, მაგალითად გვირილა, სალბი, მუხის ქერქი. ჩვეულებრივი ჩაი და ყავაც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კალიუმის პერმანგანატის ან სასმელი სოდის სუსტი ხსნარი.
სალბი და მიხაკი. ანთებების დროს სალბი უკვე მრავალი ასწლეულის მანძილზე ეფექტურად გამოიყენება, რამდენადაც მას ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი მოქმედება. გამოიყენეთ სავლებად ღრძილების დ აპირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს. ნაყენი მოამზადეთ ასე: 2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხით 250 გ მდუღარე წყალი, დააყენეთ 15 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. თითო ყლუპი ჩაიგუბეთ 30 წამის განმავლობაში. ასე გააკათეთ რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში, სანამ მთლიანად არ გამოიყენებთ მომზადებულ ნაყენს. თუკი ვერ ეგუებით სალბის მწარე გემოს, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი სალბი იგივე რაოდენობის გვირილას. ამ ნარევიდან მოამზადეთ ზემოთ აღწერილი წესიტ ნაყენი და გამოიყენეთ ანალოგიურად. კარიესული კბილებით გამოწვეულ ტკივილს გაიყუჩებთ, თუ მტკივან კბილზე მიხაკს (სანელებელი) დაიდებთ.
თანამედროვე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ეფექტურია არამწვავე ფაზაში, მაგრამ თუკი კბილი ჩირქში "ცურავს�, მათი ეფექტურობა ნაკლებია, ხშირად კი ჩირქი საერთოდ ხელს უშლის წამლის მოქმედებას. ამიტომ უმჯობესია იმკურნალოთ ანესტეზიის ქვეშ არა მტკივანი კბილი, ვიდრე აიტანოთ ტკივლი და კბილი დაკარგოთ.
კბილების მკურნალობა არაა საშიში და მტკივნეული!
მშვენივარდ გვესმის, რომ ფსიქიკურად ნორმალურ და შინაგანად გაწონასწორებულ ადამიანებსაც შიში სტომატოლოგიური დაწესებულებების მიმართ. ასევე გასაგებია, რომ მუდმივად გვაქვს დროის დეფიციტი. არანაკლებ მნიშვნელობანი ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ ეს არგუმენტები არაა საკმარისი, როცა საუბარია ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიც ადამიანის ჯანმრთელობა და კერძოდ კბილებია.
სტომატოლოგები არ უყვართ უმეტესად მათ, ვინც მათთან იშვიათად დადის. და სწორედ ამიტომაც! დაავადების თავიდან აცილება ყოველთვის უფრო იაფი ჯდება (მორალურადაც და ფინანსურადაც), ვიდრე თავად დაავადების და მისი შედეგების მკურნალობა. ხოლო ტკივილს რაც შეეხება, თანამედროვე საანესთეზიო საშუალებების პირობებში იგი საერთოდ არ უნდა იყოს. და თუკი რეგულარულად გაესინჯებით სტომატოლოგს, ტკივილის მიზეზიც აღარ გექნებათ.