Denta lux/დენტა ლუქსი

Denta lux/დენტა ლუქსი სტომატოლოგიური მომსახურება

ჰიპოპლაზიის მკურნალობა ერთ ვიზიტში თერაპიული ვინირით. ექ.  Salome Meurmishvili❤️🙏
12/07/2022

ჰიპოპლაზიის მკურნალობა ერთ ვიზიტში თერაპიული ვინირით. ექ. Salome Meurmishvili❤️🙏

🦷 ხომ გსმენიათ, რომ ძილში კბილების კრაჭუნის მიზეზად ძირითადად ჭიებს ასახელებენ? ამ დაავადებას ბრუქსიზმი ჰქვია და უახლესი...
30/05/2022

🦷 ხომ გსმენიათ, რომ ძილში კბილების კრაჭუნის მიზეზად ძირითადად ჭიებს ასახელებენ? ამ დაავადებას ბრუქსიზმი ჰქვია და უახლესი კვლევებით მისი გამომწვევი მიზეზი - თანკბილვის დარღვევა და ნევროლოგიური პათოლოგიებია.

⭕️ ბავშვებში ეს პრობლება ძირითადად 5 წლამდე იჩენს თავს და მკურნალობას არ საჭიროებს. ის თავისით ქრება 6-7 წლის ასაკისთვის. ზრდასრულებში კი, ბრუქსიზმს სტრესი, შინაგანი დაძაბულობა და შფოთვა იწვევს. ძლიერმა კრაჭუნმა შეიძლება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაზიანება და კბილების ცვეთა გამოიწვიოს. მის სამკურნალოდ სტომატოლოგის და ნერვოლოგის კონსულტაციაა აუცილებელი.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

❗️კბილის აბსცესი ის საშიში დაავადებაა, რომლის დროსაც პირის ღრუში ჩირქი გროვდება. იცოდით, რომ მისი გამომწვევი მიზეზი - ბა...
27/05/2022

❗️კბილის აბსცესი ის საშიში დაავადებაა, რომლის დროსაც პირის ღრუში ჩირქი გროვდება. იცოდით, რომ მისი გამომწვევი მიზეზი - ბაქტერიაა. ის კარიესის, ან ბზარის მეშვეობით კბილში აღწევს და ღრმად იჭრება ფესვისკენ. ინფექცია იწვევს ფესვის წვერის შესიებასა და ანთებას.

👩🏻‍⚕️ სტომატოლოგი კბილის აბსცესს დრენირებით (სითხე გამოიდევნება დრენაჟის მეშვეობით) მკურნალობს და აქრობს მას. მისი დაგვიანებული მკურნალობა კი სეფსისს იწვევს. ამიტომ, აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგს, თუ თქვენ გრძნობთ:

• მწვავე, მუდმივ, მფეთქავ კბილის ტკივილს, რომელიც ვრცელდება ყბის ძვალზე, ყურზე ან კისერზე;

• ცივ და ცხელ ტემპერატურაზე, ან ღეჭვისას მომატებულ მგრძნობელობას;

• სიცხეს;

• შესიება/შეშუპებას სახის, ან ლოყების არეში;

• შესიებულ ლიმფურ კვანძებს ყბის ქვეშ, ან კისერში;

• სუნთქვის, ან ყლაპვის გაძნელებას.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

🥕 იმისათვის, რომ ჯანსაღი კბილები გქონდეთ - სწორი ჰიგიენა აუცილებელია. თუმცა, ვიტამინებით სავსე, ჯანსაღი საკვებიც არ უნდა...
25/05/2022

🥕 იმისათვის, რომ ჯანსაღი კბილები გქონდეთ - სწორი ჰიგიენა აუცილებელია. თუმცა, ვიტამინებით სავსე, ჯანსაღი საკვებიც არ უნდა დაგავიწყდეთ. უმი ხილი და ბოსტნეული - ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ამიტომ, ის კბილების სიმყარეს და ჯანსაღ ფერს განაპირობებს.

🥦 იცოდით, რომ ვიტამინების გარდა, უმი ბოსტნეული კბილების თვითწმენდასაც უზრუნველყოფს? გაგვიზიარეთ თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული და არ დაივიწყოთ მისი ხშრად მირთმევა.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

🦷 კბილის მინანქრის ეროზია ის პათოლოგიაა, რომელიც ანადგურებს მინანქარს და დენტინს. ის ზედა შრის დაზიანებით იწყება და თანდ...
23/05/2022

🦷 კბილის მინანქრის ეროზია ის პათოლოგიაა, რომელიც ანადგურებს მინანქარს და დენტინს. ის ზედა შრის დაზიანებით იწყება და თანდათან, ძვლოვან ქსოვილამდე ჩადის. იცოდით, რომ ეროზია ძირითადად საშუალო ასაკის ქალებშია გავრცელებული?

❗️კბილების შესანარჩუნებლად არ ეცადოთ თვითმკურნალობას და აუცილებლად მიმართეთ ექიმს! ეროზია რთული დაავადებაა და ინტეგრირებულ მკურნალობას საჭიროებს:

• 15-20 დღის განმავლობაში ტარდება ადგილობრივი რემინერალიზაცია და კბილების ზედაპირს ფტორის ლაქით ფარავენ.

• თუ კბილის დაზიანება აშკარაა - ტარდება გვირგვინის მხატვრული აღდგენა.

• პაციენტს ენიშნება ვიტამინებისა და მიკროელემენტების კურსი, მათ შორის - კალციუმი და ფოსფორი.

• სტაბილიზებულ ეტაპზე აუცილებელია ვიტამინებისა და მინერალების მიღების გაგრძელება. ასევე, რეკომენდებულია ფტორგელის წასმა კბილებზე 2 დღის განმავლობაში.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

👶🏻 ხომ შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვის სარძევე კბილებს ხშირად მშობლები ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ? თუმცა, ისინი ღეჭვასა და საუბ...
20/05/2022

👶🏻 ხომ შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვის სარძევე კბილებს ხშირად მშობლები ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ? თუმცა, ისინი ღეჭვასა და საუბარში ეხმარებიან პატარას და მუდმივი კბილებისთვის სივრცის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.

გვინდა რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ, რათა სარძევე კბილები მაქსიმალურად ჯანსაღად შეუნარჩუნოთ პატარას:

• ბავშვის ჯაგრისი დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ის ნაზი, მოსახერხებელი და ასაკის შესაბამისი უნდა იყოს.

• ასევე მნიშვნელოვანია, ასწავლოთ პატარას კბილების სწორად გამოხეხვა და ამას რეგულარული ხასიათი მისცეთ.

• მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრის შემცველი სითხეებისა და საკვების მიღება.

• არ დაგავიწყდეთ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები, გართულებების თავიდან ასარიდებლად. ასევე, სამომავლო პოზიტიური ჩვევის ჩამოყალიბებისთვის.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

❓ კბილებზე ზრუნვა ბავშვობის ასაკიდან იწყება. ამიტომ, კბილების სწორი ჰიგიენა და დროული სტომატოლოგიური ჩარევა უმნიშვნელოვა...
18/05/2022

❓ კბილებზე ზრუნვა ბავშვობის ასაკიდან იწყება. ამიტომ, კბილების სწორი ჰიგიენა და დროული სტომატოლოგიური ჩარევა უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ბევრი მშობლისთვის ბავშვთა სტომატოლოგიის თანამედროვე მიდგომები შესაძლოა სრულიად უცნობი იყოს.

👩🏻‍⚕️ ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ. ამ თვეში, თქვენს შეკითხვებს ბავშვთა სტომატოლოგი უპასუხებს. პოსტის ქვეშ, დაგვისვით თქვენთვის საინტერესო კითხვები და ჩვენ ვეცდებით მათ ამომწურავად ვუპასუხოთ.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

🦷 თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ კბილის მომატებულ მგრძნობელობას ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ. ამ უსიამოვნო პრობლემას კი ...
16/05/2022

🦷 თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ კბილის მომატებულ მგრძნობელობას ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ. ამ უსიამოვნო პრობლემას კი ემოციური სტრესი, ნერვული დაავადებები და მომნელებელი სისტემის პრობლემები იწვევს.

🔴 გირჩევთ, რომ ეს ტკივილი არ მოითმინოთ და აუცილებლად სტომატოლოგს ესტუმროთ. მგრძნობელობის დასაწევად კბილების ღრმა ფტორირება გამოიყენება. საპროფილაქტიკოდ კი კალციუმის კარბონატის და არგინინის შემცველი კბილის პასტები - იდეალური საშუალებაა.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

🦷 არასწორი თანკბილვის სამკურნალოდ ბრეკეტ-სისტემებს იყენებ? მაშინ გეცოდინება, რომ ის განსაკუთრებულ ჰიგიენის დაცვას საჭირო...
13/05/2022

🦷 არასწორი თანკბილვის სამკურნალოდ ბრეკეტ-სისტემებს იყენებ? მაშინ გეცოდინება, რომ ის განსაკუთრებულ ჰიგიენის დაცვას საჭიროებს. ბრეკეტების გარშემო დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები, ბაქტერიები და კბილის ნადები გროვდება. ეს კი - კარიესის რისკს ზრდის.

🛡 მინანქრის დასაცავად, გვსურს რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ:

• სასურველია მოერიდოთ ძალიან ფერად საკვებს.
• აუცილებელია გაიხეხოთ კბილები საკვების ყოველი მიღების შემდგომ.
• კბილის ჯაგრისთან ერთად, აუცილებლად გამოიყენეთ კბილთაშუა ჯაგრულები. ის იდეალურია რკალქვეშა სივრცეების და კბილთაშორისი ადგილების გასაწმენდად.
• კბილების იდეალური ჰიგიენის შენარჩუნებაში პირის ღრუს ირიგატორიც დაგეხმარებათ.
• გამოივლეთ ფტორის შემცველი სავლები კბილის ემალის გასამაგრებლად.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

🦷  ყველა ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე პირის ღრუს კონკრეტული პრობლემები აწუხებს. გიფიქრიათ, რომელია ყველაზე გავრც...
11/05/2022

🦷 ყველა ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე პირის ღრუს კონკრეტული პრობლემები აწუხებს. გიფიქრიათ, რომელია ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებები?

ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ:

● კარიესი - ის ამ სიის უდავო ლიდერია. ყველა ადამიანი კარიესს მინიმუმ ერთხელ მაინც შეუწუხებია.
● ღრძილების დაავადებები - გინგივიტი და პაროდონტიტი უამრავ ადამიანს აწუხებს და მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.
● უსიამოვნო სუნი - ამ შემაწუხებელი პრობლემის გამომწვევი მიზეზი უამრავია. ამიტომ, ინდივიდუალურ მკურნალობას საჭიროებს.
● მომატებული მგრძნობელობა - დაგვეთანხმებით, რომ ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში მტკივნეულ მგრძნობელობას ყველა შეუწუხებია.
● კბილის დაზიანება და მოტეხვა - სხვადასხვა მიზეზით კბილის გაბზარვა, ან მოტეხვაც ბევრი ადამიანისთვის შეუქმნია უსიამოვნება.

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

🦷 პირის ღრუს უამრავი დაავადება არსებობს და ყველა მათგანი პროფესიონალურ მკურნალობას საჭიროებს. თუმცა, იცოდით რომ სტომატოლ...
09/05/2022

🦷 პირის ღრუს უამრავი დაავადება არსებობს და ყველა მათგანი პროფესიონალურ მკურნალობას საჭიროებს. თუმცა, იცოდით რომ სტომატოლოგთან ვიზიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - კარიესია?

👩🏻‍⚕️ თუ დაკვირვებიხართ, თქვენ რა მიზეზით სტუმრობთ სტომატოლოგს ყველაზე ხშირად?

📞 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 69 50 70 📍 ზ. ფალიაშვილის ქ. 83

Address

თბილისი, ფალიაშვილის ქ. 83
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995577695070

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Denta lux/დენტა ლუქსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Denta lux/დენტა ლუქსი:

Share