19/04/2026
“სიკეთე და სიყვარული ურთიერთობაში არ არის უბრალოდ ფსიქოლოგიური წადილი ან მონდომება სიკეთისა და სიყვარულისა, ეს არის ხელოვნება რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებშია რომლებიც მუშაობენ საკუთარ თავზე და მიმართავენ საკუთარ თავს გაგებისკენ, სოციალურ ცხოვრების და ერის ბედის იდუმალში ჩაწვდომისკენ, და თუ ჩვენ ჩავწვდებით ამ იდუმალს მაშინ შეიძლება რაღაც იყო ჩვენს შორის რაც არ იქნება უბრალოდ მტრობა სიძულვილი და ბოროტება.
მორალისტური ქადაგით ჩვენ ვერ გავფანტავთ ბოროტებას ჩვენს გარშემო და ჩვენს საკუთარ თავში, მხოლოდ გონიერი ძალისხმევითა და მოთმინებით .
ძალისხმევის და მოთმინების ბირთვია ფილოსოფიაში - კოგიტო.
დეკარტის აქსიომა:
“ კოგიტო ერგო სუმო”
ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ.
მ. მამარდაშვილი.
რადგან ერის ბედის იდუმალში იკვანძება ჩვენი ადამიანური ოდესიის მიზანიც და გზაც მაშინ ნიშანდობლივია იმაზე ყურადღების გამახვილება თუ რაოდენ ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს მომსახურეობის როგორც გაწევის ისე მიღების აქტს.
შესაბამისად ამ სოციალურ ცხოვრების პროცესში უბრალო მოვლენები არ არსებობს ანუ ჩემთვის ყოველ ნაბიჯს აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა , მთელი შინაარსით ვახორციელებ ყველა პროცესს არა როგორც შედეგი მხოლოდ ანუ სერვისის სრულყოფილი მიწოდება არამედ განზრახვა, შესრულებულის სრულყოფილება სოციალური რეზონანსი და ჩემი როგორც პიროვნების როლი ყოფის ამ
მონაკვეთში, მონაკვეთში ანუ საიდანაც არ უნდა დავიწყოთკაცობრიობის არსებობის ათვლა.
მხოლოდ მე ვიცი ის ვინ არის ვინც მოქმედებს რას მოქმედებს და ამის დანახვისთვის აუცილებელია ბრუტალურობამდე მართალი ადამიანი საკუთარი სულის წინაშე.