FDC

FDC სტომატოლოგიის კლინიკა "Family Dental Clinic"

FCD (Family Dental Clinic) უახლესი აპარატურითა და მაღალი ხარისხის სამკურნალო მასალებით აღჭურვილი თანამედროვე სტომატოლოგიის კლინიკაა, სადაც პროფესიონალ ექიმებთან ერთად დაგხვდებათ გამორჩეულად თბილი, მეგობრული და ოჯახური გარემო. კლინიკა მრავალფუნქციურია და ფართო სპექტრის მომსახურებას პაციენტებს 2013 წლიდან სთავაზობს. ჩვენი წარმატების რეცეპტი პაციენტის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა, ინდივიდუალური მიდგომა და ღიმილია. გახსოვდეს, „ყველა ისტორია იწყება ღიმილით“... #დაიწყეღიმილით

✅ ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, ნატო აბულაძე, იმყოფებოდა იმპლანტისა და კბილის გარშემო ესთეტიკური რეკონსტრუქციის, მსოფლიოშ...
27/07/2023

✅ ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, ნატო აბულაძე, იმყოფებოდა იმპლანტისა და კბილის გარშემო ესთეტიკური რეკონსტრუქციის, მსოფლიოში N1 პროფესიონალის პროფ. ჯოვანი ძუკელის პრაქტიკულ კურსზე, ქალაქ ბოლონიაში.

✅ ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და საერთაშორისო სტანდარტებით დამტკიცებულ პროცედურებს გთავაზობთ.

🔹 კურსი ორგანიზებულია GSPI - Georgian Society of Periodontology and Implantology საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების მიერ, რომელის პრეზიდენტი არის ნატო აბულაძე.

💫 ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, ამავდროულად საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების GSPI - Georgian So...
22/03/2023

💫 ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, ამავდროულად საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების GSPI - Georgian Society of Periodontology and Implantology-ის 2023-2024 წლის პრეზიდენტი, ექიმი-პაროდონტოლოგი ნატო აბულაძე, GSPI-ს წევრების 59 კაციან დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, ქალაქ რიმინში, იტალიის პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების Società Italiana di Parodontologia e Implantologia 21-ე საერთაშორისო კონგრესზე.

✅ კონგრესის მთავარი თემა გახლდათ: "მკურნალობის მინიმალურ-ინვაზიური მეთოდები პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში"

✅ FDC მუდამ გთავაზობთ მკურნალობას უახლესი პროტოკოლებით, რომელიც დაფუძნებულია მტკიცებით მედიცინაზე.

🔹 ჩვენი კლინიკის პაროდონტოლოგი, ნატო აბულაძე იმყოფებოდა პაროდონტოლოგიისა და იმლანტოლოგიის ყველაზე მასშტაბურ კონგრესზე “E...
22/06/2022

🔹 ჩვენი კლინიკის პაროდონტოლოგი, ნატო აბულაძე იმყოფებოდა პაროდონტოლოგიისა და იმლანტოლოგიის ყველაზე მასშტაბურ კონგრესზე “EuroPerio10”, 🇩🇰დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში,
🔹კონგრესზე განხილული იყო დარგში მინდინარე სიახლეები.
✅ როგორც ყოველთვის, ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ უახლეს პროტოკოლებზე დაფუძნებული მკურნალობა.

📢12  მაისს ღრძილების ჯანმრთელობის დღე აღინიშნება.🟠 გახსოვდეთ, ღრძილების დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მინდინარეობს. 🟠 თუ გ...
12/05/2022

📢12 მაისს ღრძილების ჯანმრთელობის დღე აღინიშნება.
🟠 გახსოვდეთ, ღრძილების დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მინდინარეობს.
🟠 თუ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი არ გადადოთ პაროდონტოლოგთან ვიზიტი:

🔶 ღრძილებიდან სისხლდენა;
🔸 კბილების ხეხვის დროს
🔸მყარი საკვების მიღებისას
🔸 სპონტანურად
🔶 შეშუპებული და წითელი ღრძილები
🔶 უსიამოვნო სუნი
🔶 ჩირქდენა ღრძილებიდან
🔶 მომატებული მგრძნობელობა

👶🏼 ბავშვის კბილებზე ზრუნვა მათი ამოსვლისთანვე უნდა დავიწყოთ. რადგან, სარძევე კბილები მოცვლადია, მშობლები მათ ხშირად სათა...
18/03/2022

👶🏼 ბავშვის კბილებზე ზრუნვა მათი ამოსვლისთანვე უნდა დავიწყოთ. რადგან, სარძევე კბილები მოცვლადია, მშობლები მათ ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა, ისინი პატარასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ნაადრევი დაკარგვა ბევრ პრობლემას იწვევს.

იმისთვის, რომ სარძევე კბილების პრობლემები თავიდან აირიდოთ:

• მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ ჯაგრისი და კბილის პასტა. ასევე, პატარას კბილების სწორად გამოხეხვა ასწავლოთ.

• მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ შაქრის შემცველი სითხეებისა და საკვების მიღება.

• დაგეგმეთ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები, რათა კარიესი არ გამოგეპაროთ. განსაკუთრებული დაცვისთვის, შეგიძლიათ კბილის ღრმულების ჰერმეტიზაციასაც მიმართოთ.

📞 დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2 67 08 70; 599 53 36 88.

🍎 პირის ღრუს ჰიგიენის დაცვასთან ერთად, კბილების სიჯანსაღეზე საკვებიც უდიდეს გავლენას ახდენს. სწორად შერჩეული კვების რაცი...
16/03/2022

🍎 პირის ღრუს ჰიგიენის დაცვასთან ერთად, კბილების სიჯანსაღეზე საკვებიც უდიდეს გავლენას ახდენს. სწორად შერჩეული კვების რაციონი თქვენს კბილებსაც კვებას და აჯანსაღებს. ამიტომ, გვსურს სწორედ ასეთი რამდენიმე მინერალი ჩამოგითვალოთ:

• კალციუმი - რძის პროდუქტები, თხილეული და თევზი.

• რკინა - პარკოსნები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მარცვლეული, ჩირეული და საქონლის ღვიძლი.

• მაგნიუმი - სხვადასხვა მარცვლეული, ავოკადო, თესლები, პარკოსნები და ტკბილი კარტოფილი.

• იოდი - ზღვის პროდუქტები, ხილი და განსაკუთრებით კენკრა.

• ფოსფორი - ხორცი, თხილეული, პარკოსნები და რძის პროდუქტები. ასევე ის დიდი რაოდენობითაა მზესუმზირაში, ბრინჯსა და კარტოფილში.

👄 კბილების არასწორი წყობა ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. მისი გასწორების მთავარი მიზანი ყველასთვის - ლამაზი ღიმილის მიღ...
14/03/2022

👄 კბილების არასწორი წყობა ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. მისი გასწორების მთავარი მიზანი ყველასთვის - ლამაზი ღიმილის მიღებაა. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ამის გარდა კბილების გასწორება ბევრი ჯანმრთელობის პრობლემისგან გიცავთ:

• უპირველესად, კბილების არასწორი დგომა ღრძილების დაავადებების რისკს ზრდის. ეს კი თავის მხრივ, ანთებითი პროცესის სხეულში გავრცელებას უწყობს ხელს.

• არასწორად მდგომი კბილების გამო სრულფასოვანი ჰიგიენა ფაქტობრივად გამორიცხულია. ეს კი თავისთავად, კარიესს და მის გართულებებს იწვევს.

• თანკბილვის დარღვევა ზრდის კბილების არასწორად ცვეთის და მოტეხვის რისკს. მას ასევე კბილების ადრეულ დაკარგვამდე მივყავართ.

• არასწორი თანკბილვა პირის არასწორ დაკეტვას თავისთავად გულისხმობს. ამან კი დიდი შანსია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები და ტკივილები გამოიწვიოს.

📞 დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2 67 08 70; 599 53 36 88.

🦷 თუ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს ჩამოვთვლით, მათ შორის კარიესი აუცილებლად იქნება.  ის თითქმის ყველა ადამია...
11/03/2022

🦷 თუ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს ჩამოვთვლით, მათ შორის კარიესი აუცილებლად იქნება. ის თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. იცოდით, რომ კარიესის გამწვავება კბილის დაკარგვით სრულდება? თუმცა, იქამდე ის რამდენიმე ეტაპს გადის:

• ლაქის სტადია – კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი, ან პიგმენტური ლაქა და მინანქარი კარგავს ერთფეროვნებას. ეს ჩვენ უმეტესად უყურადღებოდ გვრჩება.

• ზედაპირული კარიესი - ამ დროს კარიესი მხოლოდ მინანქარში ვრცელდება და თვალისთვის კარგად შესამჩნევია.

• საშუალო კარიესი - პათოლოგიური პროცესი მინანქრის ქვემოთ ჩადის, თუმცა ფესვამდე არ აღწევს.

• ღრმა კარიესი - ასეთ დროს კარიესი ფესვამდე ჩადის და მასთან მხოლოდ საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენა აშორებს.

📞 დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2 67 08 70; 599 53 36 88.

👩🏻‍⚕️ ადამიანთა უმრავლესობა სტომატოლოგს პრობლემის გაჩენის შემდეგ სტუმრობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის. იმის...
09/03/2022

👩🏻‍⚕️ ადამიანთა უმრავლესობა სტომატოლოგს პრობლემის გაჩენის შემდეგ სტუმრობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ ბავშვს ჯანსაღი ჩვევები ჩამოუყალიბდეს ის 5 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც მივიყვანოთ სტომატოლოგთან. ჩვენს კლინიკაში კი ყველა პირობაა იმისთვის, რომ ეს პროცესი ბავშვისთვის ძალიან მოსაწონი და თამაშთან მიახლოებული იყოს.

🪥 შიშის გადალახვისა და მიჩვევის გარდა, ამ ვიზიტით თქვენ ბავშვის პირის ღრუს შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებთ. პროფილაქტიკური შემოწმება კი ადრეული კარიესის გართულებების და პათოლოგიური თანკბილვის ჩამოყალიბებისგან დაგიცავთ.

📞 დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2 67 08 70; 599 53 36 88.

🪥 პირის ღრუს ჰიგიენის დაცვისას, კბილის პასტას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი შერჩევისას, ბუნებრივია, ყველაზე კომპეტენტურ...
07/03/2022

🪥 პირის ღრუს ჰიგიენის დაცვისას, კბილის პასტას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი შერჩევისას, ბუნებრივია, ყველაზე კომპეტენტური თქვენი სტომატოლოგის რჩევა იქნება. თუმცა, ამის გარეშეც უნდა იცოდეთ, რა შემცველობის უნდა იყოს ის:

• ფტორი - ის მინანქარს ამაგრებს და კარიესისგან იცავს. თუმცა, ჭარბი რაოდენობით მისი მიღება არასასურველია. დააკვირდით, რომ ფტორის პროცენტულობა - 0,1 - 0,6 %-ს არ აღემატებოდეს.

• ამინოფტორიდი - ეს ნივთიერება ემალის გარშემო სათანადო დამცავ გარსს წარმოქმნის, რაც კარიესისგან დასაცავად ძალზე მნიშვნელოვანია.

• ნატრიუმის ფტორიდი - კბილის პასტაში მისი შემცველობა დამატებით მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაზე მიუთითებს.

📈 სიტყვა კარიესი ყველასთვის კარგად ნაცნობია. თუმცა, იცოდით, რომ ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95% ერთხელ მაინც ჰქონ...
04/03/2022

📈 სიტყვა კარიესი ყველასთვის კარგად ნაცნობია. თუმცა, იცოდით, რომ ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95% ერთხელ მაინც ჰქონია? სერიოზული გართულებების თავიდან ასარიდებლად, კარიესი უყურადღებოდ არასდროს უნდა დატოვოთ.

🦷 კარიესის დროს, კბილის მაგარი ქსოვილები დემინერალიზაციას განიცდის და რბილდება. შემდეგ კი ღრუები წარმოიქმნება. კარიესის განვითარების ძირითადი მიზეზი - პათოგენური მოკროორგანიზმები და მათი გავრცელებაა. თუმცა, ცუდი ჰიგიენა, არაჯანსაღი კვება, მავნე ჩვევები და გენეტიკური ფაქტორიც კი მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია.

📞 დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2 67 08 70; 599 53 36 88.

Address

გლდანი დ. ჯაბიძის ქ. 8
Tbilisi
0167

Telephone

+995599533688

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FDC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to FDC:

Share