DMS • Albius Dental Management School

DMS • Albius Dental Management School სტომატოლოგიური კლინიკების მართვის ს?

„ალბიუსის“ სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგებს ეფუძნება. სტომატოლოგიური ბაზრის სწრაფი განვითარება, სპეციფიკურობა და მზარდი კონკურენცია პროფესიონალ მენეჯერებზე მოთხოვნილების მატების საფუძველი გახდა. სახელმწიფოს მხრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეგულაციების ამოქმედება დაწესებულებების ნაწილისთვის განვითარების მთავარი მოტივატორი აღმოჩნდა.
სკოლის მიზანია სტო

მატოლოგიური ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

სტუდენტები სტომატოლოგიური ბაზრის თავისებურებებს, მოლაპარაკების მეთოდების ხელოვნებას, ეფექტურ კომუნიკაციას, მარკეტინგული და სტრატეგიული მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას შეისწავლიან. გაეცნობიან ჯანდაცვის კანონმდებლობას, ფინანსურ მენეჯმენტს, შრომითი ურთიერთობების თავისებურებებს, მმართველობის ტიპებს, ორგანიზაციის შიდა, სახელმწიფო და საერთაშორისო მართვის სისტემებსა და რეგულაციებს.

კურსის დასრულებამდე თითოეული მონაწილე საკუთარი კლინიკის მართვის სსისტემას შექმნის და განავითარებს.

სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა ალბიუსში 2016 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე DMS-ის ბაზაზე რამდენიმე ათასმა მონა...
05/01/2022

სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა ალბიუსში 2016 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე DMS-ის ბაზაზე რამდენიმე ათასმა მონაწილემ გაიარა სხვადასხვა ტრენინგი.

გამოიცა სახელმძღვანელოები:
"აქციე შენი კლინიკა ბრენდად - სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი"
- "რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში"

მალე, DMS ახალი პროგრამითა და ბევრი სიახლით დაბრუნდება 🥳

18 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ ბათუმში"
13/11/2016

18 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ ბათუმში"

2016 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" კონფერენცია "სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში" გაიხსნება.

კონფერენციის მსვლელობის დროს მონაწილეებს და მომხსენებლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოლიტიკურ, სოციელურ-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სამედიცინო თანამედროვე ასპექტებს, შეხვდენ ამ დარგში მომუშავე ცნობილ სპეციალისტებს.

საქართველოში სტომატოლოგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.

იხილეთ პროგრამა და რეგისტრაციის პირობები: http://bit.ly/2dO9gaO

#სამედიცინოტურიზმი

10/11/2016

გრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული ტრენინგ კურსი ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

2016 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და “ალბიუსის” სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის ერთობლივ...
24/10/2016

2016 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და “ალბიუსის” სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდება ინფექციების კონტროლისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე.

სასწავლო გეგმა:

➡ მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიმიხილვა
➡ ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები და საკვანძო საკითხები
➡ ნარჩენების მართვის კოდექსით გავთვალისწინებული ვალდებულებები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს
➡ ნარჩენების მართვის გეგმა (კლინიკის ნარჩენების მართვის გეგმა და გარემოს და შეთანხმების პროცედურები)
➡ ინსპექტირება, რეგულირება და თვითმონიტორინგი
➡ სტომატოლოგიური პერსონალის ხელების ჰიგიენა;
➡ სამედიცინო დაწესებულებაში გარემო ობიექტების ზედაპირების როლი ინფექციების გავრცელებაში;
➡ დეზინფექტანტების აქტივობაზე მოქმედი ფაქტორები;
➡ დეზინფექციის ძირითადი მეთოდები;
➡ წინასასტერილიზაციო დამუშავება;
➡ სტერილიზაცია;
➡ სტერილიზაციის ხარისხის კონტროლი;
➡ დეკონტამინაციის გარემოს მოწყობა – ძირითადი მოთხოვნები;
➡ სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წმენდა, დეზინფექცია, ➡ სტერილიზაცია – ხარისხის ძირითადი კრიტერიუმები;
➡ დეკონტამინაციის პირველი ეტაპი – ინსტრუმენტების მანუალური/ავტომატური წმენდა;
➡ ინსტრუმენტების დეზინფექცია, ძირითადი მოთხოვნები;
➡ ინტრუმენტების ინსპექცია;
➡ სტერილიზაცია – სტერილიზატორის სახეობები, სტერილიზაციის ეტაპის მონიტორინგი;
➡ გასტერილებული ინსტრუმენტების შენახვა;
➡ ნარჩენების შეგროვების, შენახვის და დამუშავების წესები;

იხილეთ პროგრამა:

2016 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და "ალბიუსის" სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდება.

კოლეგებო, სიახლე!საქართველოს მთავრობის  #446 დადგენილების შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრამდე სტომატოლოგიური კლინიკები, რ...
27/09/2016

კოლეგებო, სიახლე!

საქართველოს მთავრობის #446 დადგენილების შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრამდე სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც წლის განმავლობაშ წარმოქმნიან 120 კილოგრამზე ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს, თავისუფლდებიან კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის და აღრიცხვა-ანგარიშგების ვალდებულებისგან.

1. 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.

2. 2020 წლის 1 იანვრამდე ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი პირები, რომლებიც წარმოქმნიან 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელი, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, თავისუფლდებიან ნარჩენების აღრიცხვისა და
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინაშე ანგარიშგების ვალდებულებისაგან.

3. 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.

იხილეთ მთავრობის #446 დადგენილება:

❗⚠ ინსტრუქცია ❗⚠ბმულზე იხილავთ განცხადების ფორმის ნიმუშსაც:  http://gsa.ge/index.php?fullid=419&Id_pg=3&key=full-------ს...
13/09/2016

❗⚠ ინსტრუქცია ❗⚠

ბმულზე იხილავთ განცხადების ფორმის ნიმუშსაც: http://gsa.ge/index.php?fullid=419&Id_pg=3&key=full

-------

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 28 ივლისის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე,საპასპორტო მონაცემების გვერდს დაემატა „დაწესებულების ტიპირების ფორმა“, რომლის შევსება სამედიცინო დაწესებულებებისთვის სავალდებულოა 2016 წლის 15 სექტემბრამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ პორტალზე არ ხართ დარეგისტრირებული /არ გაგივლიათ პასპორტიზაცია ან არ გახსოვთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, წერილობით, განცხადებით უნდა მიმართოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტს. თბილისის კლინიკების წარმომადგენლებმა განცხადება სამინისტროში, კანცელარიაში უნდა ჩააბაროთ. რეგიონების წარმომადგენლებმა განცხადება უნდა გააგზავნოთ საქართველოს ფოსტით სამინისტროს სახელზე

13/09/2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე, ნიკა ბრეგვაძე "სხვა შუადღის" ეთერში

F.D.A. Bans Sale of Many Antibacterial Soaps, Saying Risks Outweigh Benefits!"აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ...
07/09/2016

F.D.A. Bans Sale of Many Antibacterial Soaps, Saying Risks Outweigh Benefits!

"აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გამოაქვეყნა ახალი, სიღრმისეული ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ე.წ. "ანტიბაქტერიული" საპნების უპირატესობას ჩვეულებრივი საპნების მიმართ, როდესაც საქმე ეხება ბაქტერიების ან ვირუსების გავრცელებას.

გარდა ამისა, სააგენტოს ახალი წესით, კომპანიებს აეკრძალათ საკუთარ პროდუქტებში 19 პოპულარული "ანტიბაქტერიული" ქიმიკატის გამოყენება, ისეთების, როგორებიცაა ტრიკლოზანი და ტრიკლოკარბანი. მწარმოებლებს პროდუქციის შემადგენლობის შესაცვლელად და ბაზრიდან აღნიშნული ქიმიკატების შემცველი მარაგის ამოსაღებად ერთწლიანი ვადა მიეცათ." (ც) NEWS.On.ge

The New York Timesის სტატია იხილეთ ბმულზე: http://nyti.ms/2cwRsR7

ქართულად: http://bit.ly/2bWPCsT

ნელ-ნელა ელექტრონულ სისტემაზე გადავდივართ :)"ელექტრონულ რეცეპტებზე და ზოგადად ყველა სამედიცინო ჩანაწერის ელექტრონულ ფორმ...
14/08/2016

ნელ-ნელა ელექტრონულ სისტემაზე გადავდივართ :)

"ელექტრონულ რეცეპტებზე და ზოგადად ყველა სამედიცინო ჩანაწერის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის და წამლების ურეცეპტოდ გაცემის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ კუთხით რეგულაციები ჯანდაცვის სამინისტრომ წინა კვირასაც გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წამლის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში აფთიაქზე პასუხისმგებელ ფარმაცევტს საქმიანობა ეზღუდება."

უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა.

სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელების საყურადღებოდ❗❕ ⚠საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტ...
05/08/2016

სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელების საყურადღებოდ❗❕ ⚠

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 28 ივლისის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე, საპასპორტო მონაცემების გვერდს დაემატა „დაწესებულების ტიპირების ფორმა“, რომლის შევსება სამედიცინო დაწესებულებებისთვის სავალდებულოა 2016 წლის 15 სექტემბრამდე.

გაითვალისწინეთ, რომ „დაწესებულების ტიპირების ფორმის“ შევსება წარმოებს „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანების შესაბამისად.

➡ იხილეთ:
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/3345281

„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1946785

მონაცემთა შევსება ხდება ელექტრონულად, ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე: http://cloud.moh.gov.ge

ავტორიზაციის გავლის შემდეგ "დაწესებულებების ფასების" განყოფილებაში იხილავთ „დაწესებულების ტიპირების ფორმას“, დაარედაქტირებთ და შეავსებთ ზემოაღნიშნული ბრძანებების შესაბამისად.

შეგახსენებთ, დოკუმენტის შევსება 2016 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოხდეს❗❕

იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ პორტალზე არ ხართ დარეგისტრირებული ან არ გახსოვთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს.

წარმატებებს გისურვებთ!

"სტომატოლოგიური მომსახურება ყოველთვის იყო, არის და იქნება ძვირადღირებული მომსახურება. საქართველოში ფასებმა ზრდა ბოლო წლე...
03/08/2016

"სტომატოლოგიური მომსახურება ყოველთვის იყო, არის და იქნება ძვირადღირებული მომსახურება. საქართველოში ფასებმა ზრდა ბოლო წლებში დაიწყო, თუმცა ტენდენცია რომ შენარჩუნდება, უდავოა, რაც სტომატოლოგიური მასალების და დამხმარე ტექნოლოგიების მუდმივ განვითარებას უკავშირდება.

განვითარების უწყვეტობა სერვისების ღირებულებას ბუნებრივად ზრდის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ტექნოლოგიები და სამუშაო მასალებია ძვირი, არამედ იმიტომაც, რომ სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არაეფექტური მენეჯმენტი კონკურენტუნარუანობას კარგავს და მოსახლეობაში სერვისებზე მისაწვდომობის პრობლემა იქმნება." - ზურაბ ალხანიშვილი, საქ. სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, DMS • Albius Dental Management School-ის ხელმძღვანელი.

სრული ინტერვიუ იხილეთ ჯანდაცვის პორტალი - jandacva.ge-ზე.

GSA | Albius Dental Center |

როგორც სადაზღვევო კომპანიებმა, ისე სტომატოლოგიურმა კლინიკებმა ახალი სერვისების, პროექტების, პაკეტებისა და შეთავაზებების შემუშავება დაიწყეს.

Address

27 Tabukashvili Street
Tbilisi
0108

Telephone

2 400 707

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DMS • Albius Dental Management School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to DMS • Albius Dental Management School:

Share