ცამეტი

ცამეტი ონლაინ კონსულტაცია და რჩევები სტომატოლოგისაგან.

სამუშაო ფეხსაცმელები 69 ლარამდე ✅ძირისა და ცხვირის დაცვით !
19/08/2025

სამუშაო ფეხსაცმელები 69 ლარამდე ✅
ძირისა და ცხვირის დაცვით !

250 ლიტრიანი საზელი,ურევს ერთ ტომარა ცემენტსძრავი არის სპილენცის ხვიით ,რომელზეც 1 წლიანი გარანტია მოქმედებს ფასი:1050 ლ...
19/08/2025

250 ლიტრიანი საზელი,ურევს ერთ ტომარა ცემენტს
ძრავი არის სპილენცის ხვიით ,რომელზეც 1 წლიანი გარანტია მოქმედებს
ფასი:1050 ლარი

03/10/2020

წიგნებში, მულტფილმებში, ფილმებში როგორ მომწონდა ბაბუა დასარწევ სკამში, მუხლებზე მოსხმული პლედით, სათვალით, გაზეთით ხელში და გვერდით გრძელცხვირა ძაღლით.
ბებოც იგივე პოზაში, საქსოვით ხელში და გვერდით პატარა კატით, რომელიც ძაფის გორგალს აგორავებდა აქეთ-იქით და საერთოდ ოჯახური გარემო, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბებოდა სადილად და პატარა ლოცვის შემდეგ ერთად საუზმობდნენ უხმაუროდ.. შემდეგ ლოტოს ან კარტს თამაშობდნენ ერთად..
ეს ყველაფერი ისე მომწონდა, სულ ამაზე ვოცნებობდი..
ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით იყო.
არც ძაღლი გვყვავდა, არც კატა, არც ბებიაჩემი ქსოვდა და არც პაპაჩემი ირწეოდა გაზეთით ხელში..
საღამოს რომ მოვიდოდა კარლო, პრუჟინებიან კრაოტში ჩაეხეთქებოდა, ფეხებს მაღლა ააშვერდა და რომ გააკუებდა მე და ჩემს ბიძაშვილს გვეტყოდა;
აბა ვინც პირველი დაიჭერს ცირკში წავიყვანო..
ეს იყო ჩვენი ლოტოც და კარტიც..
კი დავსდევდით ამ კუილს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიჭერდით..
ამიტომაც იყო, პირველად ცირკში რომ წავედი უკვე სიგარეტს ვეწეოდი იმხელა ვიყავი...
არც სადილზე ვლოცულობდით..
ან ვინ ილოცებდა?! ქვაბში ვცვივდებოდით სანამ მოიხარშებოდა...

რატომ ვარდება ბჟენები?პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვ...
28/07/2018

რატომ ვარდება ბჟენები?

პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება.

ცუდმა ჰიგიენა ასევე დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ბჟენის ფიქსაციისას იმდენად, რამდენადაც ჩნდება ნადები, რომელიც არამარტო აზიანებს კბილის კედლებს, არამედ ჩნდება კარიესიც.

გარდა ამისა, ბჟენის ამოვარდნისა და კბილის კედლის მოტეხვის მიზეზი შეიძლება გახდეს მკურნალობის დროს დაშვებული შეცდოები ( რომელის აღიარება ექიმების უმრავლესობას არუყვარს ) მაგალითად : ნერწყვის,სისხლის და ღრძილოვანი სითხით სამუშაო ველის დაბინძურება ( ამონასუნთქიც კი ხელს უშლის ბჟენის ფიქსაციას) ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება საიზოლაციო სისტემა
“რაბერდამი(კოფერდამი)„ ,რომელიც კბილს გამოყოფს პირის ღრუსაგან.

ასე, რომ გარდა ობიექტური, ბუნებრივი მიზეზებისა და ბანალური სიზარმაცისა, სტომატოლოგიური კლინიკის სწორად არჩევაც მნიშვნელვანი პირობაა, იმისათვის რომ ბჟენების განახლებამ ხშირად არ მოგიწიოთ.
დაიმახსოვრეთ ყოველი ახალი მკურნალობა გადადგმული ნაბიჯია ორთოპედიისაკენ და კბილის დაკარგვისაკენ..

დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ

სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელი არაა __ მაინც მოსაცვლელია.ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება. აუცილებელია მიმა...
28/07/2018

სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელი არაა __ მაინც მოსაცვლელია.

ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება. აუცილებელია მიმართოთ უშუალოდ სტომატოლოგს, რადგან სარძევე კბილებს ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებანი. მათი მოცვლა ხდება ფესვების ფიზიოლოგიური გაწოვის ხარჯზე. ფესვების სიახლოვეს მთელი ამ დროის განმავლობაში განლაგებულია მუდმივი კბილების ჩანასახები და ფესვების გაწოვისთანავე იწყებს ამოჭრას. თუკი ბავშობის ასაკში არ ვუმკურნალებთ კარიესს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მუდმივ კბილებთან დაკავშირებითაც: ამოჭრის ვადების დარღვევა, მინანქრის განუვითარებლობა და ჩანასახის სრული გაწოვაც
კი

დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ.

რაც უფრო პოპულარული ხდება კბილების გათეთრება, მით უფრო მეტი გამათეთრებელი პროდუქტი ჩნდება ბაზარზე. ყველა ცნობილ ბრენდს ა...
27/07/2018

რაც უფრო პოპულარული ხდება კბილების გათეთრება, მით უფრო მეტი გამათეთრებელი პროდუქტი ჩნდება ბაზარზე. ყველა ცნობილ ბრენდს აქვს რამოდენიმე სახის ასეთი საშუალება, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალ უცნობი წარმოშობის პროდუქციაზე. სამწუხაროდ, ყველა მათგანი არაა ეფექტური, ზოგჯერ კი ზიანის მომტანიცაა.
თუ კბილების დამოუკიდებლად გათეთრება გადაწყვიტეთ, უნდა იცოდეთ გართულების მაღალი ალბათობის შესახებ:ხშირია კბილების მგრძნობელობის აწევა,მინანქრის და ღრძილების დაზიანება.
სახლის სისტემის გამოყენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია. იგი გირჩევთ ნაკლებად უსაფრთხო პროდუქტს ან შემოგთავაზებთ პროფესიონალური გათეთრების სახლის სისტემას, სადაც გათეთრების პროცესი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მის მიერ შერჩეული რეჟიმით მიმდინარეობს. ასეთი სისტემები არ აზიანებს ღრძილებს, რადგან კაპა, რომელშიც გელი თავსდება ინდივიდუალურად მზადდება და მჭიდროდ ეკვრის კბილებს. ასევე ისინი შეიცავენ ფტორს და სხვა მინერალებს, რაც აბალანსებს მინანქრის შემადგენლობას და ხელს უშლის ჰიპერესთეზიის (მომატებული მგრძნობელობის) განვითარებას.

პროფესიონალური გათეთრება — ესაა უსაფრთხო და საიმედო გზა თეთრი და ჯანმრთელი კბილებისაკენ.

-დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ.

ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენციაფისურები — ეს ბუნებრივი ღარებია საღეჭი კბილების ზედაპირზე. გარდა იმისა, რაც ვ...
27/07/2018

ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენცია

ფისურები — ეს ბუნებრივი ღარებია საღეჭი კბილების ზედაპირზე. გარდა იმისა, რაც ვიზუალურად ჩანს, ძალიან ხშირად ფისურები ვერტიკალური ნაპრალის სახით საკმაოდ ღრმად ვრცელდება კბილის ქსოვილში. ბუნებრივია, ასეთი მიკროსკოპული სივრცის გასუფთავება ჯაგრისის საშუალებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც ფისურების კარიესი პროცენტულად ყველაზე ხშირია.

ფისურების ჰერმეტიზაცია ანუ ჩაბეჭდვა, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, კარიესის საპროფილაქტიკო პროცედურაა, რომელიც მუდმივი კბილის ამოჭრის თანავეა რეკომედებული. ამისათვის გამოიყენება სილანტები, თხელი კონსისტენციის კომპოზიტური მასა, რომელიც ადვილად ჩაიჟონება და ავსებს ფისურებს მთელ სიღრმეზე, რაც ხელს უშლის კარიესის გამომწვევი ბაქტერიების დაგროვებას
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ პროცედურის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ზოგი თვლის, რომ სილანტების გამოყენება პირიქით, ხელს უწყობს კარიესს, რაც გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუ სინალტების გამოყენება მოხდა უკვე არსებული კარიესის შემთხვევაში თუნდაც სადღაც ფისური ფსკერზე, მაშინ ჰერმეტიზაცია სასათბურე პირობებს ქმნის მისი პროგრესირებისათვის. ამიტომ წლების შემდეგ სილანტის ქვეშ არცთუ იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე ღრმა კარიესი და შეიძლება არხების მკურნალობაც კი გახდეს საჭირო. გამომდინარე აქედან, სილანატის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრე და ზედმიწევნით კარგი დიაგნოსტიკის შემდეგ
მეორე გარემოება, რამაც ჰერმეტიზაციის შედეგად გართულება შეიძლება გამოიწვიოს, არის მისი დაზიანება. სილანტი ბჟენისაგან განსხვავებით მაღალი სიმტკიცით არ გამოირჩევა და შესაძლებელია დაზიანდეს. მოტეხილი ნაწილის ადგილას უკვე კარგი პირობები იქმნება ნადების და შესაბამისად ბაქტერიების დაგროვებისათვის, რასაც კარიესის გაჩენა მოჰყვება. ამიტომ, აუცილებელია სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტების დროს მოხდებს ფისურების შემოწმება და სილანტების დროული კორექცია საჭიროების შემთხვევაში.

მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წ...
27/07/2018

მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წლის ასაკამდე პატარების კბილების სისუფთავე მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მცირე ასაკის პავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ამ რთულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

სარძევე კბილები უფრო ხშირად ზიანდება კარიესით, ვიდრე მუდმივები. ხეხვის დროს კი თქვენ აცილებთ კარიესის გამომწვევ მთავრ მიზეზს __ კბილის ნადებს,რომელმაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას მუდმივი კბილის ამოსვლას. გარდა ამისა ეს ბავშვს უვითარებს კბილების ხეხვის ჩვევას, რომელიც მთელი ცხოვრების მნაძილზე უნდა გაჰყვეს.
გააკეთეთ ეს მხიარულად!
ყველაზე მარტივი მეთოდია __ გახადეთ ეს პროცესი მიმზიდველი. პატარამ არ უნდა აღიქვას იგი, როგორც რუტინული ყოველდღიური ვალდებულება.

როგორ ვიხეხოთ კბილები სწორად?კბილების გამოხეხვა მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვ...
27/07/2018

როგორ ვიხეხოთ კბილები სწორად?

კბილების გამოხეხვა მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის,მაგრამ უნდა ვიცოდეთ,რომ არასწორი გამოხეხვით შეიძლება ზიანი მივაყენოთ ჩვენს კბილებს და ღრძილებს.კბილების მაგრად გამოხეხვა არ ნიშნავს კარგ გამოხეხვას.
- ჯაგრისი ვამოძრაოთ არა ჰორიზონტალურად რასაც ხშირ შემთხვევაში აკეთებენ,არამედ ვერტიკალურად ( გამოგვითი მოძრაობები)
- არ დააჭიროთ ჯაგრის და არ გამოიყენოთ დიდი ძალა
- ვიხეხოთ არა ნაკლებ 5 წუთისა
- გამოხეხვიშ შემდეგ აუცილებლად გამოვიყენოთ ფლოსი

რა შეიძლება გამოიწვიოს კბილების არასწორმა გამოხეხვამ?

კბილის ჯაგრისის ჰორიზონტალურმა,ენერგიულმა მოძრაობამ შეიძლება დააზიანოს ღრძილის ახლოს მდებარე კბილის მინანქრის თხელი ფენა,ღრძილის კიდეები,შედეგად კი მივიღოთ კბილების მომატებული მგრძნობელობა,სოლისებური ფორმის დეფექტები და ღრძილების რეცესია (დაწევა)

- დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ
27/07/2018

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ

Address

Tbilisi
GEO

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ცამეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category