15/03/2026
კბილების გათეთრება სახლის პირობებში უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი
კბილების გათეთრება შესაძლებელია ინდივიდუალურად დამზადებული კაპების გამოყენებით.
🔹პროცედურა იწყება კლინიკაში ანაბეჭდის აღებით, რის შედეგადაც მზადდება პაციენტზე მორგებული კაპები.
🔹მათში მოთავსებული მათეთრებელი გელი მოქმედებს კბილის მინანქარსა და დენტინზე და ხელს უწყობს ფერის გაღიავებას.
გათეთრების პროცესში გამოიყენება Opalescence PF – კარბამიდის ზეჟანგისა და ფტორის შემცველი სისტემა, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კბილების ფერშეცვლილ უბნებზე და არ აზიანებს მინანქარს.
შედეგი ხშირად შესამჩნევია უკვე მეორე დღიდან, ხოლო ოპტიმალური ბუნებრივი სითეთრე ძირითადად მიიღწევა 7–10 დღის განმავლობაში.
⚠️ მნიშვნელოვანია იცოდეთ:
🔹გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, გვირგვინები და ხიდები
🔹პროცედურის წინ აუცილებელია პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა
🔹მათეთრებელი გელის გამოყენება უნდა მოხდეს სტომატოლოგის რეკომენდაციის მიხედვით
სწორად შერჩეული გათეთრების სისტემა უზრუნველყოფს უფრო ნათელ და ბუნებრივ ღიმილს.
დაჯავშნე ვიზიტი დღესვე!
❗️ჩვენი კლინიკა მუშაობს 24/7
❗️კონსულტაცია უფასოა
📲 დაგვიკავშირდი +995 597 91 99 90
მისამართები:
📍ა.მირცხულავას #9 (წერეთელი)
📍 გ.ჭყონდიდელის #105 (კიკვიძის პარკის უკან)
#24საათიანისერვისი #სტომატოლოგიურიკლინიკა #კაპებითგათეთრება #კბილებისგათეთრება