Odonti Dental Clinic

Odonti Dental Clinic სტომატოლოგიური კლინიკა ოდონტი, Odonti Dental C

👉 📌   მაო ძედუნი არასოდეს იხეხავდა კბილებს და არ ბანაობდა . კბილზე ნადების მოსაშორებლად,  ის ღეჭავდა ჩაის ფოთლებს და სავ...
25/07/2019

👉 📌 მაო ძედუნი არასოდეს იხეხავდა კბილებს და არ ბანაობდა . კბილზე ნადების მოსაშორებლად, ის ღეჭავდა ჩაის ფოთლებს და სავლებად ჩაის ნაყენს იყენებდა. მილიონობით ჩინელი პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად იმავე მეთოდებს მიმართავდა, რამაც 90 % ში გამოიწვია პირის ღრუს დაავადებები. 🙄🙄
🔴 მცირედით მაინც რომ შეეცვალათ ეს მძიმე მდგომარეობა ჩინეთში 20 სექტემბერი ,, კბილებისადმი სიყვარულის დღედ “ გამოაცხადეს . ამ მეთოდით მთავრობა ეცადა მოსახლეობის ყურადრება მიეპყრო პირის ღრუს სიჯანსაღისათვის. 🤓

📌   სმარტ  ჯაგრისი   🤓👈  🔴   2014  წლის  5 იანვარს  ამერიკელებმა  საზოგადოებას  წარუდგინეს  პირველი  ჯაგრისი,  რომელსაც ...
11/07/2019

📌 სმარტ ჯაგრისი 🤓👈

🔴 2014 წლის 5 იანვარს ამერიკელებმა საზოგადოებას წარუდგინეს პირველი ჯაგრისი, რომელსაც შეეძლო ინტერნეტთან დაკავშირება და მონაცემების გადაცემა კბილების წმენდის ხარისხზე და მათ მდგომარეობაზე. საერთაშორისო გამოფენაზე Consumer Electronics Show , 2014 წელს, აშშ-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს სმარტ ჯაგრისი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ეს პროექტი იყო ფრანგული.
🔴 ჯაგრისს აქვს სპეციალური სენსორები, რომლებიც ,,ხვდებიან“ წმენდის ხარისხს და გადასცემენ მონაცემებს სმარტფონს, ეს უკანასკნელი აანალიზებს მონაცემებს, რის შედეგადაც ადამიანს აქვს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, დარჩა თუ არა ნადები მიუწვდომელ ადგილებში და რამდენად სრულყოფილად განხორციელდა წმენდა.
🔴 ჯაგრისის ღირებულება 100$ დან 200$ მდე მერყეობს. 🙄

📌  ჯონ  ლენონის  კბილი 📌  🔴    2011  წელს  კანადელმა  სტომატოლოგმა  აუქციონზე 30 500 $ -ად შეიძინა  ჯონ ლენონის  კბილი  ...
03/07/2019

📌 ჯონ ლენონის კბილი 📌

🔴 2011 წელს კანადელმა სტომატოლოგმა აუქციონზე 30 500 $ -ად შეიძინა ჯონ ლენონის კბილი იმ იმედით, რომ დნმ-ის მეშვეობით შეძლებდა მის კლონირებას მომავალში. 🤓😁👈

📌   ყველაზე ძვირადღირებული  კბილი 🔴    ყველაზე ძვირადღირებულ კბილად ისააკ ნიუტონის კბილი ითვლება, რომელიც 1816 წელს 730 ...
19/06/2019

📌 ყველაზე ძვირადღირებული კბილი

🔴 ყველაზე ძვირადღირებულ კბილად ისააკ ნიუტონის კბილი ითვლება, რომელიც 1816 წელს 730 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 3241 $ ) გაიყიდა. მისი მყიდველი ერთ–ერთი არისტოკრატი გახლდათ, რომელმაც შეძენილი კბილი საკუთარ ბეჭედში ჩასვა.👀

📌   ასე იწყებოდა სტომატოლოგია საქართველოში  🔴   19 საუკუნის დასაწყისში ქ. ქუთაისში მოღვაწეობდა ბერძენი კბილის ექიმი ვინმ...
07/06/2019

📌 ასე იწყებოდა სტომატოლოგია საქართველოში

🔴 19 საუკუნის დასაწყისში ქ. ქუთაისში მოღვაწეობდა ბერძენი კბილის ექიმი ვინმე კონსტანტინიდი, ქ.თბილისში კი იმ პერიოდში ძველი სემინარიის სარდაფში ვინმე შიო შრომობდა, რომელსაც შესასვლელზე ორიგინალური წარწერა ქონდა დამაგერებული „Бедный Шио, живу в подвале, зуби рву, сопоги шью“, ხოლო ცენტრალურ ბაზართან მოღვაწეობდა ვინმე მაზმანიანი. ეჭვგარეშეა, რომ სპეციალიზირებული საექიმო განათლება მათ არ გააჩნდათ, მაგრამ ისტორიამ შემოგვინახა მათი სახელები, როგორც საქართველოში სტომატოლოგიის განვითარების პიონერები.👀🧐🤓

📌     სტომატოლოგიური ბორმანქანა სტომატოლოგიურმა ბორმანქანამ  დიდი  და  რთული  გზა  გაიარა, ვიდრე ის   გახდებოდა  ასეთი კ...
21/05/2019

📌 სტომატოლოგიური ბორმანქანა
სტომატოლოგიურმა ბორმანქანამ დიდი და რთული გზა გაიარა, ვიდრე ის გახდებოდა ასეთი კომფორტული, როგორიც დღეს არის.
თანამედროვე ბორმანქანების წინამორბედები მხოლოდ XVIII საუკუნეში გამოჩნდა. ის მხოლოდ 3 ნაწილისაგან შედგებოდა და წუთში 2 000 ბრუნს აკეთებდა. საკმაოდ ხმაურიანი და მოუხერხებელი იყო როგორც ექიმისთვის , ასევე პაციენტისთვის.
დღევანდელი ბორმანქანები შეიძლება პროგრესის მაგალითად მივიჩნიოთ, ისინი აბსოლუტურად უხმოა და პროცედურა უმტკივნეულო. ბურღი იმდენად მცირე ზომისაა, რომ პაციენტში არ იწვევს შიშს, არაფერს ვამბობთ ბრუნების რაოდენობაზე 200 000 დან 300 000 მდე ბრუნი წუთში. ასე რომ თუ გავითვალისწინებთ წარსულს, ჩვენს დროში სტომატოლოგთან ვიზიტი ერთგვარი სიამოვნებაა.

📌   პირველი სტომატოლოგი ქალი         ლუსი ჰობს ტეილორი - პირველი ქალი სტომატოლოგი, დაიბადა ნიუ იორკში 1800იანი წლების და...
21/05/2019

📌 პირველი სტომატოლოგი ქალი

ლუსი ჰობს ტეილორი - პირველი ქალი სტომატოლოგი, დაიბადა ნიუ იორკში 1800იანი წლების დასაწყისში. კოლეჯში სწავლის გაგრძელების უფლება სქესის გამო არ მისცეს, თუმცა მან სწავლა საკუთარი ძალებით განაგრძო ოჰაიოს სტომატოლოგიური კოლეჯის დეკანის ხელმძღვანელობით. 28 წლის ასაკში საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკაც კი გახსნა.

ლუსი ჰობსი აღიარა საზოგადოებამ და იგი მიიღეს ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის წევრთა რიგში. ასევე ჩაირიცხა ოჰაიოს სტომატოლოგიური ქირურგიის კოლეჯში და გახდა პირველი ქალი აშშ-ში, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი.

1983 წლიდან ამერიკის ქალ სტომატოლოგთა ასოციაციამ დააწესა ლუსის სახელობის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ამ ასოციაციის ყველაზე პროფესიონალ წევრს და ითვლება უმაღლეს და პრესტიჟულ ჯილდოდ. ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემენ ქალს, რომელმაც ყველაზე დიდ სიმაღლეებს მიაღწია პროფესიაში.

📣  სტატისტიკის მიხედვით ორსულთა 60% გინგივიტით  ავადდება. დროული და სწორი ჩარევის  გარეშე ხშირია გართულებები... მით უფრო...
08/05/2019

📣 სტატისტიკის მიხედვით ორსულთა 60% გინგივიტით ავადდება. დროული და სწორი ჩარევის გარეშე ხშირია გართულებები... მით უფრო თუ პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენა არადამაკმაყოფილებელია .
👉 ამიტომ, ორსულთა გეგმიური ვიზიტი სტომატოლოგთან სავალდებულოა, რათა თავიდან ავიცილოთ გინგივიტისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც პროფესიული ჩარევის გარეშე, ანუ თვითმკურნალობით, არ გვარდება.
🔴 სტომატოლოგიური კლინიკა 🦷 ,,ოდონტი" 🦷 - მუდამ თქვენს გვერდით ❗️❗️❗️

📣ორთოდონტიული მკურნალობით შესაძლებელია თანკბილვის გასწორება არა მხოლოდ ბავშვთა, არამედ ზრდასრულ ასაკშიც.👉კონსულტაციაზე ჩ...
05/04/2019

📣ორთოდონტიული მკურნალობით შესაძლებელია თანკბილვის გასწორება არა მხოლოდ ბავშვთა, არამედ ზრდასრულ ასაკშიც.
👉კონსულტაციაზე ჩაწერა სავალდებულოა
☎️ტელ : (+995)322 44 27 44
(+995) 599 37 27 44
მის: ქ.თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ.10

როგორ მკურნალობდნენ კბილებს უძველეს დროში      ვინ არინ ადამიანები , ვისიც ჯერ გვეშინია  და შემდეგ  ვემადლიერებით?  რა თ...
27/03/2019

როგორ მკურნალობდნენ კბილებს უძველეს დროში

ვინ არინ ადამიანები , ვისიც ჯერ გვეშინია და შემდეგ ვემადლიერებით? რა თქმა უნდა სტომატოლოგები.
🧐მოდი გადავავლოთ თვალი წარსულს და გავიგოთ თუ რა მეთოდით მკურნალობდნენ ძველად კბილებს.
სტომატოლოგია როგორც მეცნიერება დასაბამს იღებს სწორედ XX საუკუნიდან , ხოლო მანამდე კბილების მკურნალობა იყო ... თუმცა მკურნალობა არც ყოფილა, უმეტესად ხდებოდა კბილების ამოღება ერთი შეხედვით ძალიან პირქუში და საშიში ხელსაწყოებით, ან იყუჩებდნენ ტკივილს სისხლის გადასხმის საშუალებით.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ,,კბილების მკურნალობის“ სხვადასხვა გზებს მიმართავდნენ. მაგ. მაიას ტომში ხვრეტდნენ კბილს მრგვალი წვეტიანი ჯოხებით, რომლებსაც მყარი მეტალისაგან ამზადებდნენ. წარმოიდგინეთ რამდენად მტკივნეული იყო პროცედურა თუმცა შესაძლებელია ჩვენი წინაპრები ბევრად უფრო ადვილად იტანდნენ ტკივილს და მათთვის ეს შეგრძნება მიახლოებული იყო კოღოს ნაკბენთან? მაიას ტომელები ხელოვნურად შექმნილი სხვადასხვა ფერადი მასალით ავსებდნენ კბილის ღრუებს სილამაზისთვის.
👉 ერთ დროს ეგვიპტელები პირველები იყვნენ კბილების პროთეზირებაში და ასეთ საპასუხისმგებლო მისიას ისინი მხოლოდ ქურუმებს ანდობდნენ, რომლებიც ოქროს მავთულით არსებულ კბილებზე ამაგრებდნენ პროთეზს. პროცედურის შემდეგ, პაციენტის დისკომფორტზე არავინ ზრუნავდა. იმხანად უკბილოდ ყოფნას მოუხერხებელი პროთეზი სჯობდა.
არსებობდა განსხვავებული პრაქტიკაც, კერძოდ საშუალო ფენის წარმომადგენლებს უსვამდნენ მონების კბილებს, ხოლო ფარაონებისათვის ამზადებდნენ პროთეზს სპილოს ძვლისაგან და ამაგრებდნენ ოქროს ძაფებით. შეძლებული ფენა პროთეზირებისათვის უმეტესად იყენებდა სპილენძს ან მარგალიტს, რომელთა მიმაგრება ასევე ოქროს მავთულით ხდებოდა.
🔴 სხვებისაგან განსხვავებით ეტრუსკები ( ძვ. რომის ცივილიზაცია) არამხოლოდ სვამდნენ კბილებს არამედ უცვლიდნენ ფორმას და ზომას მეტი კომფორტულობისათვის. ბრძოლებში ან დაავადებების დროს დაკარგულ კბილებს ანაცვლებდნენ ცხოველების კბილებით. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ცხოველების კბილები მალე იცვლიდა ფერს და მუქდებოდა.
🔴შუასაუკუნეებში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. კბილების მკურნალობის ძველებური მეთოდები მივიწყებული იქნა და ისინი ჩაანაცვლა ქირურგიულმა მაშამ და სამართებელმა. ასევე მთვარის შუქმა და მიცვალებულთა კბილებმა. თანმიმდევრობით გიამბობთ ყველაფერს.
🔴 შუასაუკუნეებში კბილის ტკივილის დროს დალაქთან მისვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კბილების მკურნალობით მაშინ დალაქთა გილდია იყო დაკავებული. ,,მკურნალობა“ მოიცავდა სისხლის გადასხმას ტკივილის გაყუჩების იმედით და თუ ეს არ უშველიდა მაშინ აუცილებელი ხდებოდა ამოღება. ამით კბილთა რაოდენობა საგრძნობლად მცირდებოდა და მცირდებოდა კბილის ატკივების შანსიც. 😀
👉ცალკე ყურადსაღებია შუასაუკუნეების ანესთეზია. არსებობდა ორი გზა. პაციენტს ან თავად მისდიოდა გული კბილის ამოსაღები ხელსაწყოების დანახვაზე ან უბრალოდ კეფაში წამორტყმით აკარგვინებდნენ გონებას და უღებდნენ დაზიანებულ კბილს, სანამ პაციენტი გონს მოეგებოდა.
🔴ძველი ხალხის კიდევ ერთ მიგნებას ახლადგარდაცვლილი ადამიანების კბილები წარმოადგენდა - კერძოდ: ბრძოლის დროს დაცემულ და გარდაცვლილ ადამიანებს აძრობდნენ კბილებს და ჰყიდდნენ იმდროინდელ ე.წ სტომატოლოგებზე.
🔴მე 19 საუკუნის დასაწყისისათვის ექიმებმა დააღწიეს თავი მითს ჭიების შესახებ, რომლებიც თითქოსდა ხვრელებს ტოვებდნენ კბილებში და დაიწყეს კარიესთან ბრძოლა სხვადასხვა მეთოდებით. ისინი ღრუებს ავსებდნენ ცვილით ან ცვილის მსგავსი მასალით.
📣ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ უფრო გაგიადვილდებათ სტომატოლოგთან ვიზიტი, რადგან წარსულთან შედარებით კბილების მკურნალობა დღეს ასე ვთქვათ ერთგვარი სიამოვნებაა...

🦷სიყვარულით სტომატოლოგიური
კლინიკა ,,ოდონტი“

🔴გინგივიტი – ღრძილის   ანთებაა.  გინგივიტის   ძირითადი გამომწვევი მიზეზია პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა.  მკურნალობ...
20/03/2019

🔴გინგივიტი – ღრძილის ანთებაა. გინგივიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზია პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა. მკურნალობის შემდეგ პროცესი შექცევადია, მაგრამ თუ მკურნალობა დროულად არ იქნა ჩატარებული შედეგად ვიღებთ უფრო რთულ ფორმას პაროდონტიტს, რომელიც უკვე მუდმივად საჭიროებს პერიოდულ მკურნალობას. დროული მკურნალობით დაზოგავთ დროს და შეინარჩუნებთ ჯანმრთელ ღრძილებს .
👉სულ რაღაც 2 კვირაში ( მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ვიზიტით) ჩვენ მოგიგვარებთ გინგივიტთან დაკავშირებულ პრობლემებს.
(ფოტოზე შედეგი 2 კვირაში)

11, 21  კბილების ესთეტიკური რესტავრაცია .
20/03/2019

11, 21 კბილების ესთეტიკური რესტავრაცია .

Address

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 10
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995322442744

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Odonti Dental Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Odonti Dental Clinic:

Share