კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი • Kiknadze's Dental Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი • Kiknadze's Dental Center

კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი • Kiknadze's Dental Center სტომატოლოგიური ცენტრი:
- იმპლანტაცია
- თერაპია
-ქირურგია
-ორთოდონტია
-ბავშვთა სტომატოლოგია
- ორთოპედია
-პაროდონტოლოგია Dentist & Dental Office

ფრონტალური კბილების ესთეტიური და ფუნქციური აღდგენა.რესტავრაცია ჩატარდა კომპოზიტური საბჟენი მასალით!     ექიმი:თერაპევტი,...
04/11/2025

ფრონტალური კბილების ესთეტიური და ფუნქციური აღდგენა.
რესტავრაცია ჩატარდა კომპოზიტური საბჟენი მასალით!

ექიმი:თერაპევტი,ქირურგი,პაროდონტოლოგი
მარი მამრიკიშვილი

17/09/2025
03/07/2025
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე
03/04/2025

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

✅კიდევ ერთი  წარმატებით დასრულებული  მკურნალობის შედეგი და ბედნიერი პაციენტი 🦷 პაციენტის ასაკი  16  წელი🦷მკურნალობა ჩატა...
14/08/2024

✅კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული მკურნალობის შედეგი და ბედნიერი პაციენტი
🦷 პაციენტის ასაკი 16 წელი
🦷მკურნალობა ჩატარა ბრეკეტ სისტემით.
🦷მკურნალობის ხანგრძლივობა 28 თვე.
🦷 ექსტრაქციის გარეშე
✔️ ექიმი ორთოდონტი : თამარ ხოდონაშვილი
✔️თერაპევტი : მარიამ მამრიკიშვილი

ჩვენი გიორგი ექიმის ნამუშევარი ☺️
25/06/2024

ჩვენი გიორგი ექიმის ნამუშევარი ☺️

ჩემო მეგობრებო, გიზიარებთ საინტერესო და რთული კლინიკური შემთხვევის მკურნალობის შედეგს.

პაციენტმა მოგვმართა პირის ღრუს სრული რეაბილიტაციის მიზნით.
მისი თქმით, ის საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში ცდილობდა ჩაეტარებინა მკურნალობა, მაგრამ ზედა ყბების ძვლოვანი დეფორმაციების და წიაღების რთული ანატომიის გამო, მასთან დენტალური იმპლანტებით სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება ვერ ხერხდებოდა. პაციენტი არის ახალგაზრდა მამაკაცი, მისთვის თუნდაც 4 იმპლანტზე ფიქსირებული პირობითად მოსახსნელი პროთეზის გაკეთება მიუღებელი იყო.

საბოლოოდ, ეს პაციენტი, კოლეგის რჩევით, მოვიდა ჩემთან კონსულტაციზე.
კარგად მახსოვს მისი უიმედო გამოხედვა შეხვედრის დროს. ყველა ადამიანისთვის ტოტალური უკბილობა რთულად შესაგუებელია, მაგრამ როდესაც ეს დიაგნოზი ახალგაზრდობის დროს დგება, კიდევ უფრო რთულად შესაგუებელია ეს მდგომარეობა.
საბოლოოდ, გადავწყვიტეთ დაგვეწყო ქირირგიული მკურნალობა და გამოგვეყენებინა მეთოდი, რომელიც ჯერ დანერგილი არ იყო ჩვენს ქვეყანაში.

ამ სირთულის ჩარევის ჩატარებისთვის აქტიურად ვემზადებოდი ბოლო რამდენიმე თვე.

8 აპრილს ჩავატარეთ პირველი ოპერაციული ჩარევა, რომლის დროსაც ზედა ყბებში ჩავნერგეთ ნაზალური იმპლანტები. მარჯვენა ზედა ყბის ნაზალური იმპლანტი დავაფიქსირეთ ტრანნსინუსური მიდგომით.

ყველა იმპლანტი წარმატებით ინტეგრირდა და არანაირ ოპერაციის შემდგომ გართულებას არ ჰქონია ადგილი.

საბოლოოდ, ქირურგიული მკურნალობის ძირითადი ნაწილი დავასრულეთ ქვედა ყბაში იმპლანტების ფიქსაციით.

დიდ მადლობას ვუხდი პაციენტს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს - მხარში დგომისთვის.

მეთოდის დანერგვას უახლოეს მომავალში დავიწყებთ.
დარწმუნებული ვარ, ჩემი ღირსეული და სამაგალითო კოლეგები აქტიურად გამოიყენებენ ამ მეთოდს და მსგავსი რთული მდგომარეობების სამკურნალოდ ჩვენი წვეყნის მოქალაქეებს არ დაჭირდებათ წასვლა საზღვარგარეთ - იმ ქვეყნებში სადაც მედიცინა მაღალ დონეზეა, მსგავს ჩარევებს რამდენიმე სპეციალისტი ატარებს მხოლოდ, მათთან მოხვედრა რთულია და ფინანსურად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

17/06/2024

ახალგაზრდა ქალბატონმა მოგვმართა ქვედა და ზედა ყბების დანაკლისი კბილების აღდგენის მიზნით. 🦷

ქირურგიული მკურნალობის პირველ ეტაპზე
ზედა ყბის ძვლებში ჩავნერგეთ 6 დენტალური იმპლანტი(SGS - P7D, P7N). ✅

მეორე ეტაპზე ჩავატარეთ ქვედა ყბის
მარჯვენა ნაწილში ძვლის ადგილობრივი ქსოვილებით რეკონსტრუქცია - ალვეოლური მორჩის გახლეჩა(ძვლის საწყისი სიგანე 3მმ) და საღეჭი კბილების არეში დენტალური იმპლანტაცია(SGS - P7D).
ქვედა ყბის მარცხენა ნაწილში ძვლოვანი პლასტიკა შევასრულეთ ქვედა ყბის გარეთა ირიბი ხაზიდან მიღებული ძვლოვანი ბლოკის მეშვეობით(ძვლის საწყისი სიგანე 1 მმ). ✅

ქირურგიული მკურნალობის მესამე ეტაპზე, ძვლოვანი აუტოტრანსპლნტატის შეხორცების შემდეგ, მოვხსენით ტრასპლანტატის საფიქსაციო ჭანჭიკები და ჩავნერგეთ 2 დენტალურ იმპლანტი(SGS - P5G).

საბოლოოდ, სრულად აღდგება პაციენტის კბილთა მწკრივების მთლიანობა, ღიმილის ესთეტიკა და ღეჭვითი ფუნქცია.
დიდ მადლობას ვუხდით მას ნდობისთვის!

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

ყბა-სახის ქირურგი
ვახტანგ მესხი

ქირურგი სტომატოლოგი
მარიამ მამრიკიშვილი

შვეიცარული საიმპლანტაციო სისტემა SGS

კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი

Address

9, Navtlughi Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Telephone

+995593349717

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი • Kiknadze's Dental Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი • Kiknadze's Dental Center:

Share