20/03/2024
“დამწყები ექიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - არ დაზოგონ დრო და ენერგია საკუთარი თავის განვითარებისთვის, რაც შეიძლება მეტი შრომაა საჭირო, განსაკუთრებით პირველ წლებში” - საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სწორედ ამას ურჩევს მარიამ ბუჯიაშვილი დამწყებ ექიმებს. 💫
🌟 გაიცანით მარიამ ბუჯიაშვილი - Dent Office-ის ექიმი-თერაპევტი, რომელიც უკვე 1.5 წელია ჩვენი გუნდის წევრია.
👩⚕️ მარიამი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება თითოეულ პაციენტს და Dent office-შიც სწორედ ეს მოსწონს - პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად უმკლავდება. Dent Office-ს ყველა წევრი ერთმანეთისთვის საიმედო დასაყრდენია როგორც პროფესიულ, ისე სხვა საკითხებში.
დღეს მარიამი იმ 3კითხვაზე გვიპასუხებს, რომელსაც ყველაზე ხშირად ეკითხებიან:
- რა გზით შეგვიძლია კბილის გათეთრება?
კბილების გათეთრების რამდენიმე მეთოდი არსებობს:
1️⃣ გათეთრება კლინიკაში. პროცედურას ექიმი სტომატოლოგი მაღალი კონცანტრაციის შემცველი მათეთრებელი გელის საშუალებით ატარებს. სასურველი შედეგის მიღება ერთ ვიზიტშია შესაძლებელი.
2️⃣ გათეთრება კაპებით. გათეთრების ამ მეთოდის არჩევის შემთხვევაში სტომატოლოგი შეგირჩევთ სპეციალურად თქვენზე მორგებულ გელს, რომელიც ინდივიდუალურად დამზადებულ კაპებთან ერთად უნდა გამოიყენოთ სახლში.
3️⃣ მათეთრებელი პროდუქტების გამოყენება. დღეს უამრავი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი: კბილის პასტა, გელი, პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებები. თუმცა მათეთრებელი საშუალების გამოყემება პაციენტის მიერ თვითნებურად არ არის რეკომენდირებული.
- როგორ მოვუაროთ გათეთრებულ კბილებს?
გათეთრების შედეგების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჩვევებზე. შედეგის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, თავიდან აიცილოთ პიგმენტური საკვები და სასმელი. ასევე მოერიდოთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა მოწევა.
- აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები კბილის გათეთრებას?
თანამედროვე ხარისხიანი მათეთრებელი საშუალებები შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ამცირებს გათეთრების შემდეგ მგრძნობელობას. ამასთან ერთად დამატებული აქვს კარიესის საწინააღმდეგო ნივთიერებები.
კბილების გათეთრებამდე აუცილებელია ექიმ სტომატოლოგთან კონსულტაცია. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი ღრძილების და კბილების მდგომარეობა და ამის მიხედვით დაგეგმოს გათეთრების პროცესი.
------
"According to Mariam Bujiashvili, a dentist-therapist at Dent Office, new doctors should focus on their own development rather than saving time and energy, especially in their early years. 💫
🌟 Mariam, who has been with Dent Office for 1.5 years, values the individualized care provided by the team of professionals. They support each other not only in work matters but also personally.
Mariam will address the three most common questions today:
How can teeth be whitened?
1️⃣ Whitening at the clinic: Done by a dentist using a strong bleaching gel, providing quick results in one visit.
2️⃣Whitening with custom-made trays: Dentist-prescribed gel used at home with personalized trays.
3️⃣Use of over-the-counter whitening products: Products like toothpaste and gels are available but should be used under professional guidance.
How to maintain whitened teeth?
Longevity of whitening depends on oral hygiene and avoiding staining foods and drinks, as well as habits like smoking.
Are there any side effects?
* Modern whitening products often include ingredients to reduce sensitivity and prevent cavities.
* Consultation with a dentist is crucial before whitening to assess oral health and plan the procedure accordingly."