სტომატოლოგიური კლინიკა ზუმა დენტი დაარსდა მარიამ ჯავახიშვილის მიერ 2014 წლის 27 ოქტომბერს. პირველივე დღიდან ჩვენი მიზანია პაციენტებს მივაწოდოთ მაღალკვალიფიცირებული სტომატოლოგიური მომსახურება თბილ და სასიამოვნო გარემოში, მუდმივად ვიზრუნოთ განვითარებაზე და ჩვენი ერთგული პაციენტებისთვის ყველა იმ სიახლის შეთავაზებაზე, რომელიც ინერგება ჩვენს დარგში.
ზუმადენტ-ში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა ტიპის, მა
ღალი ხარისხის სტომატოლოგიურ მომსახურება კვალიფიცირებული ექიმების მიერ განსხვავებულ გარემოში. ჩვენი კლინიკის ექიმები და დამხმარე პერსონალი ყოველთვის მზადა არიან იზრუნონ თქვენს ჯანმრთელობაზე, დაგეხმარონ ტკივილის დამარცხებაში და გაგილამაზოთ ცხოვრება თქვენს ლამაზ ღიმილზე ზრუნვით.
კლინიკა აკმაყოფილებს მოქმედი ნორმების და სტანდარტების ყველა მოთხოვნას და აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე დანადგარებით და მოწყობილობებით, რაც აუცილებელია მაღალხარისხიანი მომსახურების მისაწოდებლად. ამასთან ერთად კლინიკაში მაქსიმალური ყურადღება ექცევა სტერილიზაციის და ჰიგიენის მოთხოვნების დაცვას და გააჩნია ყველაფერი იმისათვის რომ პაციენტებს მოემსახუროს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში.
ჩვენი კლინიკის მიზანია ააგოს, შექმნას მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია ჩვენს პაციენტებთან. ისტორია რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთნდობაზე და მომავალში შექმნის საფუძველს გავხდეთ ჩვენი პაციენტების ოჯახის მეგობრები.