27/05/2026
ძვირფასო კოლეგებო,
ტრენინგებზე რეგისტრირებულ მონაწილეებს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 29 მაისს თქვენთვის სამუშაო სესია დაიწყება 10:00 საათზე.
ფორუმის გახსნის ოფიციალური ცერემონია კი გაიმართება 12:00 საათზე, რის შემდეგაც სხვადასხვა სივრცეში პარალელურად ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები.
გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ პროგრამას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ბმულზე https://gsa.ge/gidsreg/ და ღონისძიების მიმდინარეობისას იხელმძღვანელოთ მის მიხედვით.
ასევე, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ საგამოფენო სივრცე და გაეცნოთ ჩვენს დარგში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მასალებს.
გელოდებით და გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სამ პროფესიულ დღეს.
გიზიარებთ ღონისძიების ჩატარების ლოკაციას:
Hualing Plaza
მისამართი: ჯუმბერ ლეჟავას ქ. 22.
https://maps.app.goo.gl/mY4H1EUx7LJnRvu58?g_st=iw
გთხოვთ, წინასწარ გაითვალისწინოთ გადაადგილების დრო, რათა ღონისძიებას დროულად შემოუერთდეთ.
2026 წლის 29-30-31 მაისს, ჰუალნიგ თბილისის ზღვის პლაზაში ჩატარდება GIDS 2026 – საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფ...