Dr. Tamar Adamadze

Dr. Tamar Adamadze Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Dr. Tamar Adamadze, Periodontist, ონიაშვილის ქუჩა, 89, Tbilisi.

All ABOUT ENDO-PERIO LESIONS Michael Solomonov
09/03/2024

All ABOUT ENDO-PERIO LESIONS
Michael Solomonov

01/11/2021

Systemic and other periodontal conditions - read this clinician guidance brochure, produced for the new perio classification campaign.
https://bit.ly/3G4CpHy

18/07/2021
 #ვაქცინაგვიცავს   ✅
10/05/2021

#ვაქცინაგვიცავს

04/04/2021
🤷‍♀️ რა არის პირის ღრუში  მთელი რიგი დაავადებების- კარიესი, ღრძილების ანთება, პაროდონტიტი და ა.შ  გამომწვევი ძირითადი მი...
01/10/2020

🤷‍♀️ რა არის პირის ღრუში მთელი რიგი დაავადებების- კარიესი, ღრძილების ანთება, პაროდონტიტი და ა.შ გამომწვევი ძირითადი მიზეზი?

🦠 მიზეზი ბაქტერიული ბიოაპკია , რომელიც პირის ღრუს არასრულყოფილი ჰიგიენისას მრავლად არის წარმოდგენილი კბილის ზედაპირზე არსებულ ნადებში.

💪 ზემოთ აღნიშნული დაავადებების პროფილაქტიკა და პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება სრულყოფილი ინდივიდუალური და პროფესიული ჰიგიენის საშუალებით მიიღწევა , რადგან ამ დროს კბილის ზედაპირი რბილი და მაგარი ნადებისგან სუფთავდება.

⏰ პროფესიული ჰიგიენა სასურველა შესრულდეს 6 თვეში ერთხელ.

პროფესიული ჰიგიენა მოიცავს შემდეგ ეტაპებს : 👇

👉 ღრძილზედა და ღარში არსებული რბილი ნადებისა და ქვის მოცილებას -სპეციალური ულტრაბგერის აპარატით ან ხელის ინსტრუმენტების გამოყენებით;

👉 ჰაერ -ჭავლოვან პოლირებას, რომელიც გულისხმობს - მიკროგრანულების შემცველი ფხვნილის ჭავლით კბილის ზედაპირის გასუფთავებას .

👉 ბოლო ეტაპზე , კბილის ზედაპირი ახალი ნადების
მიმაგრების თავიდან აცილების მზინით ფტორის შემცველი პასტით იწმინდება .
საჭიროების შემთვხვევაში,კეთდება ფტორის შემცველი ლაქის აპლიკაცია .

🥊 ფტორის მიწოდება მნიშვნელოვანია მგრძნობიარე და დასუსტებული მინანქარსისთვის.

👩‍⚕️ პროფილაქტიკურ ვიზიტებზე ექიმი ამოწმებს შენი პირის ღრუს ინდივიდუალურ ჰიგიენას , საჭიროების შემთხვევაში გაძლევს მოტივაციას და გასწავლის როგორ გაიხეხო კბილები სრულყოფილად.

#იამაყეშენიღიმილით

🤰 ქალის ორგანიზმში ორსულობისას  არსებული ჰორმონალური ცვლილებები პირის ღრუზეც აისახება. 👆 ხშირად ეს გამოვლინდება - ღრძილე...
24/09/2020

🤰 ქალის ორგანიზმში ორსულობისას არსებული ჰორმონალური ცვლილებები პირის ღრუზეც აისახება.

👆 ხშირად ეს გამოვლინდება - ღრძილების შეშუპებით და სისხლდენით კბილების გამოხეხვის დროს.

👩‍🏫 გასათვალისწინებელია, რომ -ორსულთა გინგივიტის
მაპროვოცირებელ ფაქტორად არასათანადო პირის ღრუს ჰიგიენაც მიიჩნევა. თუმცა, ხშირია ღრძილების შეშუპება, მაშინაც კი, როდესაც პირის ღრუს ჰიგიენა დამაკმაყოფილებელია.

👆 ზოგჯერ, მშობიარობიდან 2-3 თვის განმავლბაში ღრძილების ანთებითი ნიშნები უკვალოდ ქრება. ასევე, ანთების უკუგანვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სწორად ჩატარებულ ინდივიდუალურ ჰიგიენას ენიჭება.

👆 პაროდონტის დაავადება წარმოადგენს ორსულობის არასასურველი მიმდინარეობისა და გესტაციური
(ორსულთა) დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორს.

👩‍⚕️ არაქირურგიული პაროდონტოლოგიური მკურნალობა მეორე და მესამე ტრიმესტრში არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს, რადგან ამ დროს ნაყოფის ორგანოგენეზი უკვე დასრულებულია.
თუმცა ,ორსულობის დაგეგემვამდე პაროდონტოლოგთან ვიზიტი და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნლოვანად ამცირებს გართულებების რისკს.

🤝უფასო სატელეფონო კონსულტაციისთვის მომწერე 👇

#იამაყეშენიღიმილით

🕵️‍♂️დააკვირდი შენს ჯაგრისს. ჯაგრისი ზოგჯერ ამაზე კარგად მეტყველებს.💪თუ ჯაგრისის ჯაგრულები შეძენიდან ძალიან მალე კარგავს...
16/06/2020

🕵️‍♂️დააკვირდი შენს ჯაგრისს. ჯაგრისი ზოგჯერ ამაზე კარგად მეტყველებს.

💪თუ ჯაგრისის ჯაგრულები შეძენიდან ძალიან მალე კარგავს ფორმას , მაშინ დიდი ალბათობაა იმისა, რომ შენ ზედმეტ ძალას ატან მას კბილების გამოხეხვისას.

🦷ამ მიდგომამ, შესაძლებელია, ღრძილების ტრავმულ რეცესიამდე და ფესვის გაშიშვლებამდე მიგიყვანოს,რადგან ზედმეტი ზეწოლისგან, კბილის ყელის მაგარი ქსოვილებისა და ღრძილის ცვეთა ხდება.

💁‍♀️თუ ფიქრობ,რომ ეს პოსტი შენზეა , წაიკითხე აგრესიული ხეხვისთვის დამახასიათებელი მოვლენები :

👉ტრავმული რეცესია უხშირესად გამოხატულია ერთმანეთის გვერდით მდგომ კბილთა ჯგუფზე და ყველაზე მეტად ისეთ კბილებზე , რომლებსაც კბილთა რკალში წინა მდებარეობა აქვთ ,რადგან პირველ „დარტყმას“ ეს კბილები იღებენ.

👉ტრავმულ რეცესიასთან ერთად, ხშირია კბილის ყელის მიდამოში არაკარიესული (აბრაზიული) უმტკივნეულო ,მინანქრის ფერთან შედარებით უფრო მუქი დეფექტი.

👩‍⚕️თუ დროულად მოხდა აგრესიული ხეხვის ჩანაცვლება სწორი გამოხეხვის ტექნიკით,ხშირია შემთვევები, როდესაც ღრძილი ისევ თავის ადგილს უბრუნდება.

#იამაყეშენიღიმილით

💁‍♀‍🚀 როგორ ამოვიცნოთ ორი, ყველაზე ხშირად  გავრცელებულ ღრძილის დაავადება?  👩‍🏫 გინგივიტი - ეს არის ღრძილების ანთება , რო...
22/05/2020

💁‍♀‍🚀 როგორ ამოვიცნოთ ორი, ყველაზე ხშირად გავრცელებულ ღრძილის დაავადება?

👩‍🏫 გინგივიტი - ეს არის ღრძილების ანთება , რომელსაც იწვევს ის ბაქტერიული ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი კბილის ზედაპირზე არსებულ ნადებში. ამ დროს ანთება ვითარდება მხოლოდ ღრძილში, მის ქვეშ მდებარე ქსოვილები კი სრულიად ჯანმრთელია.

🕵️‍♀‍ თუ თქვენ ხშირად ამჩნევთ:

🟠 წითელ და შეშუპებულ ღრძილებს
🟠 გამოხეხვისას სისხლდენას ღრძილებიდან
🟠 ცუდ სუნსა და გემოს

სავარაუდოა , რომ თქვენ ავადობთ გინგივიტით.

-------------------------------

👩‍🏫 პაროდონტიტი - არანამკურნალები გინგივიტის ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ბაქტერიების და ორგანიზმის იმუნური პასუხის ერთობლიობით, ანთება სცდება ღრძილის საზღვრებს და მის ქვეშმდებარე ქსოვილებზეც ვრცელდება.

🕵️‍♀‍თუ თქვენ ხშირად ამჩნევთ:

🟠 წითელ ღრძილებს და ფორმის ცვლილებას
🟠 კბილების მორყევასა და მისი მდებარეობის ცვლილებას
🟠 ღრძილის „განლევის“ და ფესვის „ გაშიშვლებით“ გამოწვეულ ესთეტიურ დისკომფორტს
🟠 დიდი რაოდენობით რბილ ნადებსა და ქვას კბილის ზედაპირზე

სავარაუდოა, რომ თქვენ ავადობთ პაროდონტიტით.

👩‍⚕‍🏆თანამედროვე ტექნოლოგიებით და მიდგომებით - ღრძილების დაავადებების პრევენცია, ეფექტური მკურნალობა და მართვა შესაძლებელია !

#იამაყეშენიღიმილით

👩‍⚕️ პაროდონტოლოგი არის ექიმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის პაროდონტის ქსოვილების (კბილის ირგვლივი ქსოვილების) ჯანმრთელობ...
18/05/2020

👩‍⚕️ პაროდონტოლოგი არის ექიმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის პაროდონტის ქსოვილების (კბილის ირგვლივი ქსოვილების) ჯანმრთელობის შენარჩუნება, მათი დაავადებების სწორი დიაგნოსტირება, ეფექტური მკურნალობა და მიღებული შედეგის კონტროლი.

🔎 ძირითადად, ამ დაავადებებში მოიაზრება გინგივიტი (ღრძილის ანთება), მსუბუქი და მძიმე ფორმის პაროდონტიტი.

🚀 პაროდონტოლოგი, დაავადებული ღრძილების მკურნალობის გარდა, პროფესიული ჰიგიენის საშუალებითა და პირის ირგვლივი ქსოვილების მუდმივი მონიტორინგით, ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას და უზრუნველყოფს პრევენციას.

🤝 ასევე, ის გეხმარება პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ჩვევების ჩამოყალიბებაში.შეგირჩევს , თუ რა ტიპის საშუალებები უნდა გამოიყენო სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლისათვის.

Address

ონიაშვილის ქუჩა, 89
Tbilisi
0160

Telephone

+995599065406

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Tamar Adamadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category