25/01/2022
როგორ უნდა მოიქცეთ კბილის ტრავმის დროს??
🤗მოგესალმებით, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ახალი ქეისი და მოსახლეობაში გავზარდო ცნობიერება ამ საკითხში.🦷
რამდენიმე დღის წინ კლინიკაში შემოვიდა ერთი გოგონა თხოვნით რომ რაღაც უნდა გვეშველა მისთვის. რათქმაუნდა დავამშვიდე და გამოვკითხე თუ რა მოხდა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებოდით მის დახმარებას.👩🏻⚕️
როგორც კი სავარძელზე დავსვი და პირბადე მოიხსნა შევამჩნიე მისი მოსვლის მიზეზიც. პაციენტმა მიიღო ზედა წინა 2 კბილის (კბილი 1.2 და 2.2) ღრმა მოტეხილობა.
ძალიან ცუდია როცა პაციენტმა არ იცის მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს, მისთვის როგორ იქნება უკეთესი.
🌸 კარგი იქნებოდა პაციენტს მაშინვე რომ მოემართა ჩემთვის, თუმცა გამოკითხვით გავარკვიე რომ ტრავმა მიიღო ერთი დღით ადრე.
❗️თუ თქვენს ირგვლივ ვინმეს ექნება მსგავსი შემთხვევა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ამ დროს.
🔹მოძებნეთ მონატეხი ფრაგმენტი ან მთლიანი კბილი;
🔹და სასწრაფოდ მიმართეთ სტომატოლოგს.
👉ასეთ შემთხვევაში დროული ქმედებით შეიძლება კბილის მონატეხი ფრაგმენტით, თქვენივე კბილის ქსოვილით აღდგეს დეფექტი, ან კბილის სრული ამოვარდნილობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელი გახდეს კბილის კბილბუდეში დაბრუნება, ინპლანტაცია და მასთან დაკავშირებული ხარჯების რამდენიმე წლით გადავადება.❤️
ჯანმრთელობას გისურვებთ ✅