Nanuka Toshkhua • ნანუკა თოშხუა

Nanuka Toshkhua • ნანუკა თოშხუა გთავაზობთ სრულ თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიურ მომსახურებას.
ექიმი - ნანუკა თოშხუა გვერდს აქვს შემეცნებითი/საინფორმაციო ხასიათი

ქვედა ცენტრალური და ლატერალური საჭრელი კბილების(4.2, 4.1, 3.1) ენდოდონტიური მკურნალობა.(მზადება ორთოპედიული გვირგვინების...
26/07/2022

ქვედა ცენტრალური და ლატერალური საჭრელი კბილების(4.2, 4.1, 3.1) ენდოდონტიური მკურნალობა.
(მზადება ორთოპედიული გვირგვინებისთვის. )

წვრილი, კალციფიცირებული არხები☑

კბილი 3.1 -ორი არხი ✅

მკურნალობა ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით.

იზოლაცია✔
ირიგაცია✔
აქტივაცია✔
ობტურაცია✔

პაციენტს აღენიშნებოდა  მწვავე , შეტევითი ხასიათის ტკივილები.მიზეზობრივი კბილი- 2.6 .ანესთეზიის ფონზე, რაბერდამ სისტემით ...
04/04/2022

პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე , შეტევითი ხასიათის ტკივილები.
მიზეზობრივი კბილი- 2.6 .

ანესთეზიის ფონზე, რაბერდამ სისტემით იზოლირებულ კბილში, მოხდა mb2 (მეოთხე დამატებითი არხი) აღმოჩენა, ოთხივე არხის დამუშავება მექანიკურად- ენდობუნიკის გამოყენებით და ქიმიურად- ირიგაცია: 5.25 NAOCl, 17% EDTA.
არხების დაბჟენა- გუტაპერჩა+ სილერი.

თანამედროვე, 2017 წელს მიღებული, საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, კბილის ყელის მიდამოს არაკარიესული დაზიანება (NCCL)...
08/02/2022

თანამედროვე, 2017 წელს მიღებული, საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, კბილის ყელის მიდამოს არაკარიესული დაზიანება (NCCL) მულტიფაქტორულ დაზიანებას წარმოადგენს, რომელიც სამ კატეგორიად იყოფა:

1. ეროზია Erosion – მაღალი მჟავიანობის შედეგად გამოწვეული კბილის მაგარი ქსოვილების დაშლა. ეროზია ქიმიური პროცესია, რადგან დაზიანების გამომწვევია: მაღალი მჟავიანობის ნერწყვი, მჟავე წვენები და საკვების ხშირი მოხმარება და ასევე ხშირი პირღებინება.

2.აბრაზია -Abrasion– კბილის ქსოვილების პათოლოგიური ცვეთაა, კბილის ყელის მიდამოში, რომელიც მუდმივი მექანიკური გამღიზიანებლებით, მაგ. კბილის ჯაგრისის და პასტის ზემოქმედებით არის გამოწვეული. აბრაზია ასევე შეიძლება გამოიწვიოს მავნე ჩვევებმა, როგორიცაა: ფრჩხილების კვნეტა, ფანქრით ან უხეში ნივთებით თამაში.. ასევე, პირის ღრუში არსებული პირსინგები!

3.აბფრაქცია -Abfraction– კბილის ქსოვილების პათოლოგიური დანაკარგია, რომელიც კბილის ყელის მიდამოში ისეთი სტრესის ფონზე ვითარდება, როგორიცაა გადაჭარბებული ოკლუზიური დატვირთვა, პათოლოგიური თანკბილვა, ბრუქსიზმი.

და აქვე შევეხოთ ცვეთას Attrition, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, რაც ბუნებრივი პროცესია და ასაკთან ერთად იჩენს თავს და პათოლოგიური, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების აგრესიული დანაკარგით ვლინდება.

👇 1 ფოტო თვალსაჩინოებისთვის

2 ფოტო -დაზიანება და მისი მკურნალობა ჩემ მიერ🤗

📎ორთოდონტიული მკურნალობის მიზნით მოხდა ორი  პრემოლარის (1.4-2.4)  სიმეტრიული  ექსტრაქცია (ამოღება).💉  #უმტკივნეულო  #ატრ...
06/11/2021

📎ორთოდონტიული მკურნალობის მიზნით მოხდა
ორი პრემოლარის (1.4-2.4) სიმეტრიული ექსტრაქცია (ამოღება).

💉 #უმტკივნეულო #ატრავმული #ქირურგია

👩‍⚕️ნანუკა თოშხუა

🦷 პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა 👇🔎პროფესიული ჰიგიენა ტარდება ულტრაბგერის და Air-Flow სისტემის საშუალებით.  📍ულტრაბგერითი...
23/03/2021

🦷 პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა 👇

🔎პროფესიული ჰიგიენა ტარდება ულტრაბგერის და Air-Flow სისტემის საშუალებით.

📍ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა, ასევე ღრძილქვეშა ნადებს-ქვას.

💧ჰაერ-ჭავლოვანი- Air-flow-ს სისტემა კი- კბილებზე არსებული რბილი, პიგმენტური ნადების მოცილებას უზრუნველყოფს. ის, ასევე ახდენს კბილის ზედაპირის გასადავებასა და გაპრიალებას. ასუფთავებს ძნელად მისადგომ ადგილებს.

💎 პროცედურის შემდეგ კბილები ნახევარი ან ერთი ტონით ღიავდება.

❗აუცილებელია პროცედურის 4-6 თვეში ერთხელ ჩატარება.

✍️ შესაძლებელია წინასწარი ჩაწერა.

📬 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან მითითებულ ნომერზე.

🤳557604828

გისურვებთ ჯანმრთელობას! 💕

🦷 სარძევე კბილები👩‍👦‍👦 თემა, რომელიც ყველა მშობელს აინტერესებს 👶 სარძევე კბილების ამოჭრისთვის პირის ღრუ და ღრძილები მზად...
20/03/2021

🦷 სარძევე კბილები

👩‍👦‍👦 თემა, რომელიც ყველა მშობელს აინტერესებს

👶 სარძევე კბილების ამოჭრისთვის პირის ღრუ და ღრძილები მზადებას იწყებს 3-4 თვიდან. პირველი კბილი - ცენტრალური საჭრელი კი ქვედა ყბაზე 6-7 თვიდან ამოიჭრება. 2-3 წლის ასაკში ბავშვს პირის ღრუში 20
კბილი აქვს. ამოჭრის ვადები სრულიად ინდივიდუალურია. კბილები ზოგჯერ ნაადრევად ამოიჭრება 3-4 თვეზე. ასევე, რიგ შემთხვევებში გვიანდება-ხოლმე მათი ამოსვლა. თუ კბილების ამოჭრა 3-4 თვით დაგვიანდა, ძალიან ნუ შეშფოთდებით. მაგრამ, თუ 1,5-2 წლის ასაკში, ბავშვს კბილები არ ამოსდის, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

⏫ კბილების ამოჭრის ვადებზე, მრავალი მიზეზი ახდენს გავლენას, მაგ:
• გენეტიკური თავისებურება;
• გეოგრაფიული გარემო, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება;
• საკვების თავისებურება;
• ენდოკრინული სისტემის მდგომარეობა;
• გადატანილი ინფექციები;
• სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარეობენ;
• დედის მიერ გადატანილი დაავადებები და სხვა.

🚫 კბილების ამოსვლას, ზოგჯერ, თან ახლავს სხვადასხვა სახის დისკომფორტი, მაგ:
• გაძლიერებული ნერწყვდენა;
• ღრძილების შეშუპება;
• მტკივნეულობა;
• მტკივნეულობით გამოწვეული მოუსვენრობა;
• ჭირვეულობა;

🔆 კბილების ამოსვლას ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის მატება და ნაწლავური ინფექციები ახლავს თან.

🦠 როდესაც ღრძილები შეშუპებული და მტკივნეულია, ბავშვები ცდილობენ ყველაფერი პირში ჩაიდონ, რაც ზოგჯერ, ნაწლავური ინფექციის განვითარების და ცხელების მიზეზიც ხდება.

⏺ ამ პერიოდში, ტკივილის, ქავილის და დისკომფორტის შესამცირებლად, შეგიძლიათ გამოიყენოით სპეციალური გელები, ღრძილზე აპლიკაციისთვის. ასევე, შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ სპეციალური რეზინის რგოლი და სათამაშოები, რომელთა ღეჭვა, კბილის ამოსვლის პროცესს გაამარტივებს. მაქსიმალურად უნდა დაიცვათ ყველა იმ ნივთის სისუფთავე, რომელსაც ბავშვი პირში იდებს, რომ არ მოხდეს პირის ღრუში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიკრობების შეტანა და ინფექციის განვითარება.

❇ ზოგ შემთხვევაში, კბილების ამოსვლა, არავითარ პრობლემასთან არ არის დაკავშირებული და ეს პროცესი, სრულიად უმტკივნეულოდ მიმდინარეობას.

📣 გახსოვდეთ👇

❗პირის ღრუს ჰიგიენა იწყება პირველი კბილის ამოსვლისთანავე. ამისთვის მოწოდებულია სპეციალური ჯაგრისები და კბილის პასტები 0 წლიდან. ხდება როგორც ახლადამოჭრილი კბილების გაწმენდა, ასევე ღრძილების მასაჟი, რაც შემდგომი კბილების ამოსვლას ამარტივებს.🦷👶

📣 ორსულობისას სტომატოლოგიური მომსახურება აუცილებელია! 🦷 პირის ღრუს ჯანმრთელობა, ზოგადი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია.💥...
19/03/2021

📣 ორსულობისას სტომატოლოგიური მომსახურება აუცილებელია!

🦷 პირის ღრუს ჯანმრთელობა, ზოგადი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია.

💥 გახსოვდეთ! თქვენი, ყბა-კბილთა სისტემის მდგომარეობა, დიდ გავლენას ახდენს ნაყოფის და შემდგომში კი ბავშვის კბილების მდგომარეობაზე!

👌 სტომატოლოგთან ვიზიტი და პირის ღრუს სანაცია აუცილებელია ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმარების პერიოდში.

🤰 რაც შეეხება ფეხმძიმობის 9 თვიან პერიოდს, ამ დროის განმავლობაში სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი უნდა მოხდეს 3 ჯერ:
I. გინეკოლოგთან პირველივე ვიზიტის შემდეგ;
II. ფეხმძიმობის მე-5 თვეს;
III. მშობიარობამდე 2 კვირით ადრე.

🔺️ გარდა გეგმიური ვიზიტებისა, ორსულები საკმაოდ ხშირად საჭიროებენ გადაუდებებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას, მაგრამ პოპულაციაში მყარად არის გამჯდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ორსულებისთვის ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაცია საფრთხის შემცველი და საზიანოა, რაც სიცრუეა, თუმცა სწორედ ამ მითის გამო ორსულები იტანენ ტკივილს და არ სტუმრობენ სტომატოლოგს!

❗პირველ რიგში, საჭიროა რისკების სწორად შეფასება, უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი სტომატოლოგიური მანიპულაცია არ აყენებს დედას და ნაყოფს იმდენ სტრესს, რამდენსაც დედის მიერ განცდილი ტკივილი.

💉 ექიმების მიერ ხორციელდება ანესთეზიის საფუძვლიანი შერჩევა 2 მიზნით: ეფექტური გაუტკივარებისთვის და ჩანასახის უსაფრთხოებისათვის. ორსულობის მეორე ტრიმესტრი სტომატოლოგიური მანიპულაციების მხრივ სრულიად უსაფრთხო პერიოდად ითვლება, I და III ტრიმესტრში კი სასურველია მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით მოხდეს ნებისმიერი სახის თერაპიული, ქირურგიული და პაროდონტოლოგიური ჩარევა.

🦷 ორსულობას ხშირად კალციუმის ცვლის დარღვევაც ახლავს თან. ადრეული ტოქსიკოზი და ხშირი ღებინება ორგანიზმში ამ და სხვა მინერალის დეფიციტს იწვევს. ასევე, ცნობილია ისიც, რომ დედის კბილები და ძვლები ერთგვარი კალციუმის დეპოა ნაყოფისთვის.

🤢 პირველი ტრიმესტრის დროს გახშირებული ღებინება, პირის ღრუში მჟავა გარემოს აყალიბებს, რაც უარყოფითად მოქმედებს კბილის მინანქარზე და ხელსაყრელ პირობებს ქმნის როგორც კარიესის, ისე არაკარიესული დაზიანების განვითარებისთვის.

🥳 იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კარიესული დაზიანებები, საჭიროა პირის ღრუს სრულფასოვანი ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგის მიერ ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების შერჩევა.

Address

Zhiuli Shartava Street #40
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 12:00 - 19:00
Thursday 12:00 - 19:00
Friday 12:00 - 19:00
Saturday 12:00 - 19:00

Telephone

+995557604828

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nanuka Toshkhua • ნანუკა თოშხუა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Nanuka Toshkhua • ნანუკა თოშხუა:

Share