22/05/2026
არსებობენ ბავშვები, ვისთვისაც დრო ჩვეულებრივად არ გადის.
მათთვის თითოეული დღე ბრძოლაა, თითოეული თვე, გამარჯვება, და თითოეული დამატებული წელი ,იმედი.
დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ყველაზე მეტად სწორედ დრო სჭირდებათ. დრო, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის უბრალოდ რიცხვები იყოს, მაგრამ მათთვის სიცოცხლის გაგრძელების, მშობლების ჩახუტების, თამაშის, სიცილის და კიდევ ერთი შანსის შესაძლებლობაა.
ვერავინ იტყვის დღეს, რომ სამი წლით სიცოცხლის გახანგრძლივება საბოლოო გადარჩენის გარანტიაა…
მაგრამ ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ სამ წელში მედიცინამ იპოვოს ის წამალი, რომელიც მათ გადაარჩენს.
დღეს მსოფლიოში უკვე არსებობს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელები, სადაც სახელმწიფო და ფარმაცევტული კომპანიები პასუხისმგებლობას ერთად ინაწილებენ , რადგან როდესაც საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება, მთავარი მხოლოდ ხარჯი არ უნდა იყოს. მთავარი შანსია. შანსი სიცოცხლის, შანსი მომავლის, შანსი იმისა, რომ ხვალ მედიცინამ კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინოს.
მეცნიერება ყოველდღე ვითარდება. იქ, სადაც წლების წინ იმედი არ არსებობდა, დღეს უკვე მკურნალობის გზებს ეძებენ. ამიტომ თითოეული დამატებული წუთი, დღე და წელი ფასდაუდებელია.
და თუ სხვა არაფერი ,ეს ბავშვები იმსახურებენ ცხოვრებას. იმსახურებენ კიდევ ერთ დაბადების დღეს, კიდევ ერთ ზღაპარს ძილის წინ, კიდევ ერთ დილას მშობლების გვერდით.
ვინც ჩვენს კლინიკაში ყოფილა დარწმუნებული ვარ ეცოდინებათ, ჩვენთვის ბავშვები უბრალოდ პაციენტები არ არიან. მათთან განსაკუთრებული კავშირი გვაკავშირებს ,მათი ღიმილი, ნდობა და გულწრფელობა ყოველდღიურად გვახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე.
სწორედ ამიტომ გვინდა, გულით დავუდგეთ გვერდით დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. რადგან ზოგჯერ მხარდაჭერა მხოლოდ დახმარება არ არის , ეს არის რწმენა, რომ ბრძოლას აზრი აქვს.
და სანამ იმედი არსებობს, ბრძოლაც უნდა გაგრძელდეს.
https://www.manifest.ge/petition/e4471071-a016-4bd1-8efa-f79938fd1894?fbclid=IwY2xjawR7ifRleHRuA2FlbQIxMABicmlkETFXU2tkRTBudzVmNjl1ZmhVc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHk4lWmPJpcnXAUTZaR0PRyhBP1-QLerE3V3tdJbMa0qZ52NXmVrm687T2XeH_aem_B7fo2CxdprDt4XFD3zkppw
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართ.....