2003 წლის მაისში საძირკველი ჩაეყარა კლინიკა ,,დენტესს”. სანამ დღევანდელ იერსახეს მიიღებდა, კლინიკამ საკმაოდ რთული და მრავალწლიანი განვითარების გზა განვლო.
კლინიკის განვითარების მხრივ რადიკალური ცვლილებები 2014 წელს მოხდა – დაიწყო გაფართოვება და სრული განახლება. კლინიკა აღიჭურვა უახლესი სტომატოლოგიური აპარატურით.
კლინიკა ,, დენტესი” სრულიად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. აქ ყურადღება ეთმობა
სტერილიზაციას, რაც უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ეს უკანასკნელი კი კლინიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ. სტერილიზაციის ყველა ეტაპი (წინა სასტერილიზაციო დამუშავება, ინსტრუმენტების შეფუთვა, სტერილიზაცია ავტოკლავში, კვარცის კარადაში შენახვა) მიმდინარეობს ყველა წესის დაცვით, რაც მოწმდება სტერილურობის მარკერებით.
კლინიკის წარმატების საწინდარი, პროფესიონალიზმის გარდა იმაში მდგომარეობს, რომ ის დაარსებულია ერთი ოჯახის მიერ. ეს განაპირობებს კლინიკაში არსებულ საოცრად დადებით გარემოს, რომელსაც კლინიკაში შესვლისთანავე იგრძნობთ. ასეთი მეგობრული და თბილი გარემოკი მაშინვე ყველანაირ შიშს დაავიწყებს მოსულ პაციენტებს და თავს კომფორტულად აგრძნობინებს.
თუ გინდათ რომ თქვენი კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ პროფესიონალები, და ამასთანავე ეს მოხდეს თქვენთვის მისაღებ გარემოში და მისაღებ ფასებში, მაშინ ,,დენტესი” საუკეთესო არჩევანი იქნება. რატომ კლინიკა ,,დენტესი”? იმიტომ, რომ აქ თქვენ არ ხართ რიგითი პაციენტი, არამედ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სადაც ყოველთვის დიდი ყურადღებით და სითბოთი მოგემსახურებიან პროფესიონალი სტომატოლოგები.