05/11/2025
გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი კლინიკის დირექტორი Ekaterine Tsirekidze მიწვეულია თბილისში, სტომატოლოგიურ კლინიკა ჰეფი სმაილში, ენდოდონტისტ-მიკროსკოპისტად. ჩვენი კლინიკის თბილისელი პაციენტებისთვის ეს სასიამოვნო სიახლე იქნება.
"მიხარია, რომ ჩემი ცოდნის და პროფესიონალური უნარების გამოყენებას შევძლებ გაცილებით დიდი მასშტაბით, ორ ფრონტზე (ქუთაისსა და თბილისში). მუშაობას არ ვუფრთხი, რადგან ჩემს საქმეში არ არსებობს ორი იდენტური ქეისი, ამიტომ, ენდოდონტია მოსაწყენი და რუტინული სამუშაო არაა, მისცე ბუნებრივ კბილს მეორე შანსი, სერიოზული სტიმულია! მადლობა ჰეფი სმაილის შეუდარებელ ხელმძღვანელს სოფო ქობალიას!" აცხადებს ეკატერინე ცირეკიძე
ეკატერინე ცირეკიძე, ენდოდონტისტ-მიკროსკოპისტი, რომლის სახელი და კვალიფიკაცია კარგად ნაცნობია ყველასთვის, ვისაც საქართველოში ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდებთან შეხება ჰქონია, "ჰეფი სმაილის" გუნდს შემოუერთდა! 👩🏼⚕️
🔬 ეკა ექიმის 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების ბოლო 6 წელიწადი მიკროსკოპთან პრაქტიკულ მუშაობას გულისხმობს.
პირველადი კვალიფიკაციით ორთოპედსა და პაროდონტოლოგს, სწავლება ენდოდონტიურ მკურნალობაში, ევროპის წამყვან პროფესორებთან, რომის, მილანისა და პარიზის საუკეთესო უნივერსიტეტებსა და კლინიკებში აქვს გავლილი.
🦷 მიკროსკოპული ჩარევა სიცოცხლის მეორე შანსს ნიშნავს კბილისთვის. საკუთარი კბილის შენარჩუნება კი, შეუცვლელი გადაწყვეტილებაა, თუნდაც უმაღლესი ხარისხის იმპლანტთან შედარებით.
ეკას გულისხმიერება და პროფესიონალიზმი სწორედ იმის გარანტად იქცევა, რომ "ჰეფი სმაილის" პაციენტები ბუნებრივ ღიმილს კიდევ დიდხანს შეინარჩუნებენ 🤍💫
📍 მ. ბურძგლას ქ. N65
📞 0322375525 | 596 616 565
___
Ekaterine Tsirekidze, an endodontist-microscopist well known to everyone familiar with modern endodontic treatments in Georgia, has joined the Happy Smile team! 👩🏼⚕️
🔬 Dr. Eka has over 25 years of professional experience, with the last 6 years dedicated to microscopic endodontics.
Originally qualified as an orthopedic dentist and periodontist, she later specialized in endodontic treatment, studying with leading European professors in Rome, Milan, and Paris.
🦷 Microscopic endodontics gives a tooth a second chance at life — and keeping your natural tooth is often the best choice, even compared to the highest-quality implant.
Eka’s precision, care, and professionalism ensure that Happy Smile patients can keep their natural smiles for many years to come. 🤍💫
📍 65 M. Burdzgla St.
📞 0322 375 525 | 596 616 565