საუბრები სტომატოლოგიაზე/talk about dentistry

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • საუბრები სტომატოლოგიაზე/talk about dentistry

საუბრები სტომატოლოგიაზე/talk about dentistry საგანმანათლებლო გვერდი სტომატოლოგი?

ეს არის საგანმანათლებლო გვერდი სტომატოლოგიის შესახებ. შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი შეკითხვა, ის რაც გაწუხებთ და ექიმთან ვიზიტამდე გსურთ გაარკვიოთ

თანამედროვე ეპოქაში დანტისტთან ვიზიტი ტკივილს აღარ უკავშირდება და აღარც კბილის უსაშველო პრობლემები არსებობს. პაციენტები ...
20/01/2019

თანამედროვე ეპოქაში დანტისტთან ვიზიტი ტკივილს აღარ უკავშირდება და აღარც კბილის უსაშველო პრობლემები არსებობს. პაციენტები პირის ღრუს სრულ მკურნალობას, რომელშიც როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციური პრობლემები იგულისხმება, უმოკლეს დროში ახერხებენ. მათ შორის შედის კბილის იმპლანტაციაც, რომლის დროსაც დაკარგული კბილის აღდგენა შესაძლებელი ხდება.

გალაქტიონ მახვილაძე: კბილის იმპლანტაცია არის მეთოდი, რომლის დროსაც დაკარგული კბილის აღდგენა ხელოვნურად, ძვალში მოთავსებული დენტალური იმპლანტის, ტიტანის ე.წ. ხრახნის მეშვეობით ხდება. ხრახნი თავსდება ძვალში, შესაბამისად, შესაძლებელი ხდება ზემოდან კბილის გვირგვინის მოთავსება.
– დენტალური იმპლანტის მეშვეობით შესაძლებელია მოვაგვაროთ როგორც ერთეული კბილების დანაკლისი (წინა თუ გვერდით მიდამოებში), ასევე ჩართული დეფექტები (რამდენიმე კბილის ნაკლებობა). იმპლანტის საშუალებით შესაძლებელი ხდება მოკლე ხიდების გაკეთება, ან, სრულიად უკბილობის შემთხვევაში, იმპლანტი როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციების საფიქსაციოდ გამოიყენება.
ეს აბსოლუტურად უმტკინვეულო პროცედურაა. მარტივი იმპლატანციის შემთხვევაში, პროცედურას მაქსიმუმ 8 წუთი სჭირდება. პაციენტები ოპერაციის შემდგომ ტკივილს პრაქტიკულად არ განიცდიან. რა თქმა უნდა, გააჩნია ქირურგიის მასშტაბებს, რადგან შესაძლებელია არამხოლოდ იმპლანტაცია იყოს საჭირო, არამედ- ძვლის რეკონსტრუქციული ოპერაციაც. ამ დროს დრო და მკურნალობის ვადაც იზრდება. ამ შემთხვევაში რამდენიმე ტკვილგამაყუჩებელი აბიც ხსნის იმ დისკომფორტს, რაც იმპლანტაციის შემდგომ, პირველ პერიოდში შეიძლება არსებობდეს. ანესთეზია ყოველთვის ადგილობრივია. მე პირადად ვასრულებ ნებისმიერი სირთულის დენტალურ იმპლანტაციას და ძვლის რეკონსტრუქციულ ოპერაციას.

This video is a brilliant graphic representation of a step by step dental implant surgery. Sincerely, Gary R. O'Brien, D.D.S. http://www.obteam.com/

20/07/2018


კბილების დაკარგვა სიზმრების ერთერთი ყველაზე გავრცელებული "სიუჟეტია". ასეთი სიზმრები მეტყველებენ ემოციურ დაძაბულობაზე და თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე. 💭🌠🌛

29/03/2018

მოსახლეობის გამოკითხვამ, რომელიც გელაპის ინსტიტუტმა ჩაატარა, სტომატოლოგია ყველაზე ნდობით აღჭურვილ პროფესიებში 5 ადგილზეა ამერიკაში. ამავე ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა მომდევნო გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტომატოლოგები ზოგადად მაღალი ქულებით ფასდებიან მომხმარებლების მიერ მათი კომუნიკაბელურობიდან და ხარისხიანად ჩატარებული სამუშაოდან გამომდინარე. გამოკითხულების 92% ურჩევს თავის სტომატოლოგს სხვა მომხმარებელსაც.

ავირჩიოთ სასურველი სტომატოლოგი და ვიზრუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე 😍😍😍

გაზაფხულს გილოცავთ 🌼🌷🌼 არ დაგავიწყდეთ კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება. გაიხალისეთ და გაიჯანსაღეთ პირის ღრუ 😁
01/03/2018

გაზაფხულს გილოცავთ 🌼🌷🌼
არ დაგავიწყდეთ კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება. გაიხალისეთ და გაიჯანსაღეთ პირის ღრუ 😁

28/02/2018

მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგები ყოველთვის ურჩევენ ნაკლები ტკბილის მიღებას, ეს არ ეხება ზოგიერთ ხილს, როგორიცაა მაგალითად ტკბილი ვაშლი. შაქრის (ფრუქტოზას) გარდა, ვაშლი შეიცავს ხილის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას. ასევე, ცელულოზას ბოჭკოს, რომელიც სტიმულაციას უკეთეს ღრძილებს.
მიირთვით ვაშლი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა იგი ბევრად ეფექტურია საკვების მიღების შემდეგ 🍎🍏

#ჯანმრთელიკვება #სტომატოლოგიგვირჩევს

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებადი დაავადებების საერთო სახელია. ყველაზე მეტად ვლინდება მტკივნეული ეროზიებისა...
26/02/2018

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებადი დაავადებების საერთო სახელია. ყველაზე მეტად ვლინდება მტკივნეული ეროზიებისა და წყლულების სახით.პირის ღრუში პათოლოგიური მიმდინარეობის ტიპის მიხედვით სტომატიტები იყოფა: კატარალური, წყლულოვანი, აფთოზური.
ბავშვებში და ზოგჯერ მოზარდებშიც წყლულების გაჩენა პირის ღრუში შეიძლება გამოიწვიოს მარტივი ჰერპესის ვირუსმაც ან ბაქტერიულმა ინფექციამ. შედარებით იშვიათად ანემიამ, სისხლის, კანის და კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა. ამ შემთხვევაში წყლულები პირის ღრუში მხოლოდ სიმპტომია ძირითადი დაავადების.
სტომატიტის დროს გაძნელებულია საკვების მიღება, მტკივნეულია აფთები, რთულ შემთხვევებში აღინიშნება ტემპერატურის მომატებაც.
აუცილებელია, პირველ რიგში, პირის ღრუს ჰიგიენა, ვინაიდან პათოგენური ბაქტერიები უფრო ამძიმებენ სტომატიტის მდგომარეობას. შეხორცების დასაჩქარებლად და შემდგომი ინფიცირებისაგან დასაცავად კარგია გვირილის, სალბის, კალენდულას, მუხის ქერქის სავლებები. შესაძლოა სუსტი ქიმიური ანტისეპტიკების გამოყენებაც – ქლორჰექსიდინი, ფურაცილინი. ექიმის დანიშნულებით იხმარება სპეციალური შემახორცებელი გელები, ანტიმიკრობული ან ანტიალერგიული პრეპარატები. ტემპერატურის შემთხვევაში ინიშნება სიცხის დამწევი პრეპარატები (ანტიბიოტიკებს არ ვუნიშნავთ). სითხეები – რაც შეიძლება მეტი: წყალი, ჩაი, ახალი ხილის კომპოტები, გაზგასული სასმელები. ასეთ დროს უნდა ერიდოთ პირის ღრუს დამატებით გაღიზიანებას, უარი თქვათ ყავაზე, ციტრუსებზე, ცხარე სანელებლებზე, თხილსა და კაკალზე, შოკოლადზე, მარწყვზე. საკვები უმჯობესია მიირთვათ ცივი, ან ოთახის ტემპერატურისა, პროდუქტები უნდა იყოს რბილი – პიურე, ფაფები, ბანანი, გახეხილი ვაშლი. აკრძალულია მჟავე, მწარე და მარილიანი საკვები, ალკოჰოლის შემცველი სითხეები, თამბაქოს წევა.

23/02/2018

Just choose.

01/02/2018

პირველი მოლარის რესტავრაცია

პაროდონტის დაავადება შეიძლება განვითარდეს, როგორც მხოლოდ ადგილობრივი, ასევე ზოგადი (ენდოგენური) ფაქტორების ზემოქმედებით....
29/01/2018

პაროდონტის დაავადება შეიძლება განვითარდეს, როგორც მხოლოდ ადგილობრივი, ასევე ზოგადი (ენდოგენური) ფაქტორების ზემოქმედებით.

ღრძილის ანთებას ისევე, როგორც კარიესულ დაავადებას კბილის ნადებში არსებული სპეციფიკური მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები იწვევენ. ეს მავნე პროდუქტები შეიცავენ ენდოტოქსინებს, ეკზოენზიმებს და ანტიგენური ბუნების არიან.
ერთერთი წამყვანი ნიშანია სისხლდენა ღრძილებიდან. ღრძილების ანთებით გამოწვეული დისკომფორტისა და უსიამოვნო სუნის გარდა, დაავადების პროგრესთან ერთად ვითარდება კბილის საყრდენი სტრუქტურის განლევა, რაც კბილის მორყევასა და ხშირ შემთხვევაში დაკარგვას იწვევს.

მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალური, ზოგადი და სტომატოლოგიური სტატუსის შესაბამისი. აქედან გამომდინარე, მკურნალობას აქვს კომპლექსური ხასიათი ადგილობრივი და ზოგადი თერაპიული საშუალებების გამოყენებით.

პროცესის მიმდინარეობიდან მიზეზისა და განვითარების მექანიზმის გათვალისწინებით იგეგმება მკურნალობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ ანთებითი პროცესის ლიკვიდაციისკენ, არამედ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისა და მისი დამცველობითი ძალების გაძლიერებისკენ.

გახსოვდეთ, ყოველი სპეციფიკური მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორების მოცილება, რომლის გარეშეც შემდგომი აქტივობა აზრს კარგავს. ეს პროცედურა თქვენმა სტომატოლოგმა უნდა ჩაატაროს, რადგან ადგილობრივი ფაქტორების გამოვლენა და ლიკვიდაცია მხოლოდ პროფესიონალის საქმეა.

ანთებითი პროცესის ფორმის მიუხედავად, ადგილობრივი მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია კბილის მაგარი ნადების მოცილება (პროფესიული ჰიგიენით) და პირის ღრუს ანტისეპტიკური დამუშავება.

რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტებისა და სავლების გამოყენება. მაგალითად: პაროდონტაქსი, ლაკალუტი და ა.შ. ასევე, მალამოები მეტროჟილ-დენტა, P, A და E ვიტამინის შემცველი პრეპარატები. სახლის პირობებში შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარის: კრაზანას, ევკალიპტის, გვირილის, სალბის, კალენდულას ფოთლებისაგან ნახარში პირის ღრუს სავლებად, ან აბაზანების სახით.

❗❗❗კალცი-ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა და მისი ნაკლებობა უამრავ გართულებებს იწვევს. კალციუმის ძირითადი ნაწილი კბილებსა...
25/12/2017

❗❗❗კალცი-ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა და მისი ნაკლებობა უამრავ გართულებებს იწვევს. კალციუმის ძირითადი ნაწილი კბილებსა და ჩონჩხშია განლაგებული.
კალცის როგორც ნაკლებობა, ასევე გადაჭარბება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. კალცს შეიცავს პროდუქტები: ბროკოლი, ისპანახი, ფორთოხალი, რძის ნაწარმი🍊🍊🥛🥛 სასურველის კალცის მიღება მოხდეს D და C ვიტამინებთან ერთად, რადგან უკეთ და ეფექტურად მოხდეს მისი შეწოვა.
#გაიღიმეთამამად

25/12/2017

🔊🔊🔊თქვენი ღიმილი გადაარჩენს სამყაროს 😎😎
#გაიღიმეთამამად💖💖

Address

Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საუბრები სტომატოლოგიაზე/talk about dentistry posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share