13/05/2026
👦პაციენტმა მოგვმართა ჩივილებით პერიოდულ დისკომფორტზე და ღეჭვით მგრძნობელობაზე. 🦷✅რენტგენოლოგიური კვლევით დადგინდა არასრულფასოვანი ენდოდონტიური მკურნალობა (არხების არასრული ობტურაცია), რამაც გამოიწვია ქრონიკული ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება პერიაპიკალურ ქსოვილებში (დესტრუქციის კერა).
ჩატარებული მკურნალობა:
✅რეენდოდონტია: მოხდა ძველი საბჟენი მასალის ექსტირპაცია.
✅მექანიკური და მედიკამენტური დამუშავება: არხები დამუშავდა თანამედროვე პროტოკოლით.
✅მუდმივი დაბჟენა: სიმპტომების გაქრობის შემდეგ, მოხდა არხების ჰერმეტული ობტურაცია და გვირგვინოვანი ნაწილის აღდგენა.