B.L dent • ბი.ელ დენტი

B.L dent • ბი.ელ დენტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from B.L dent • ბი.ელ დენტი, General Dentist, ი. ჭავჭავაძის N38, Gori.

💓კლინიკა ბი.ელ დენტი გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ლამაზ ღიმილს🎉🎄
07/01/2021

💓კლინიკა ბი.ელ დენტი გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ლამაზ ღიმილს🎉🎄

🔴🆘გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ჩვენი კლინიკის ერთგულ პაციენტებს ვუთხრათ, რომ: სტომატოლოგიური კლინ...
23/10/2020

🔴🆘გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ჩვენი კლინიკის ერთგულ პაციენტებს ვუთხრათ, რომ:
სტომატოლოგიური კლინიკა “ბი.ელ დენტი” არ წარმოადგენს Covid -19 ინფექციის სადიაგნოსტიკო ტესტირების ცენტრს, შესაბამისად ინფორმაცია, რომ ვითომდა ჩვენთან ჩატარებული ტესტირების შედეგად არსებობს Covid - დადასტურებული პირი, არის რეალობასთან შეუსაბამო.

კლინიკა ითვალისწინებს სტომატოლოგთა ასოციაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციას , რათა მაქსიმალურად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია.

თუ გაწუხებთ სტომატოლოგიური პრობლემები და ექიმთან ვიზიტს აგვიანებთ არასასიამოვნო მოლოდინების გამო  გეტყვით, რომ :თანამედრ...
26/07/2020

თუ გაწუხებთ სტომატოლოგიური პრობლემები და ექიმთან ვიზიტს აგვიანებთ არასასიამოვნო მოლოდინების გამო გეტყვით, რომ :

თანამედროვე ანესთეტიკების დამსახურებით დღესდღეობით სტომატოლოგიაში მტანჯველი ტკივილი აბსოლუტურად გამორიცხულია , ჩვენთან კი მშვიდი გარემო გარანტირებული 🌸

წინასწარ ჩაწერისთვის დაგვირეკეთ☎️0370274421 ან მობრძანდით 📍გორი, ი.ჭავჭავაძის N38.

🆘 ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია🆘🩸ინსტრუმენტების მრავალსაფეხურიანი, სანიტარული ნორმებით გათვალ...
12/07/2020

🆘 ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია🆘

🩸ინსტრუმენტების მრავალსაფეხურიანი, სანიტარული ნორმებით გათვალისწინებული დამუშავება და კლინიკის მაღალხარისხიანი სასტერილიზაციო სისტემებით აღჭურვა წარმოადგენს 100% დაცვას ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან🦠

სახის დისჰარმონია პაციენტებისთვის ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია თანკბილივისა და კბილთა მწკრივების დეფექტებთან.პაციენტე...
14/06/2020

სახის დისჰარმონია პაციენტებისთვის ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია თანკბილივისა და კბილთა მწკრივების დეფექტებთან.

პაციენტები ძირითადად უჩივიან ესთეტიურ დისკომფორტს,თუმცა არასწორად განვითარებულმა ყბა კბილთა სისტემამ ისეთი ფუნქციური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა:

• საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება
• მეტყველების გაუკუღმართება
• შეუქცევადი ცვლილებები საფეთქელ ქვედა ყბის სახსარში.

ხშირად მიიჩნევა, რომ თანკბილვის გამოსწორება მხოლოდ ბავშვთა ასაკში ხდება , თუმცა თანამედროვე სტომატოლოგია ასაკობრივ ბარიერებს ამსხვრევს და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი ბრეკეტ სისტემით სასურველი შედეგის მიღწევა.

ორთოდონტთან პირველი ვიზიტი უნდა მოხდეს 6-7 წლის ასაკში,როდესაც ამოიჭრება პირველი მუდმივი კბილები,რათა განვითარების ადრეულ ეტაპზე მოხდეს დეფორმაციების დადგენა და მკურნალობა.

ორთოდონტთან კონსულტაციისთვის წინასწარ დაგვირეკეთ☎️0370274421 ან მობრძანდით 📍გორი, ი.ჭავჭავაძის N38.

🌈ცისარტყელა პირის ღრუში,რომელ პატარას არ გაახარებს?! ხშირია  აზრი, რომ სარძევე კბილების მკურნალობა საჭირო არაა,რადგან გა...
07/06/2020

🌈ცისარტყელა პირის ღრუში,რომელ პატარას არ გაახარებს?!

ხშირია აზრი, რომ სარძევე კბილების მკურნალობა საჭირო არაა,რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ მუდმივი კბილებით ხდება მათი ჩანაცვლება.თუმცა, ეს ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითია და არანაირ კავშირში არაა სიმართლესთან ❗️
ჯანმრთელი სარძევე კბილები სამომავლოდ ნიადაგს უმზადებს ჯანმრთელ მუდმივ თანკბილვას,სწორედ ამიტომ ყველა პათოლოგიური პროცესი დროულად უნდა იქნას აღმოფხვრილი და სარძევე კბილები მათ ფიზიოლოგიურ მოცვლამდე უნდა შევინარჩუნოთ.
🦄🦄🦄🦄
იმისთვის, რომ პატარებისთვის უფრო სახალისო და საინტერესო იყოს სტომატოლოგთან ვიზიტი ჩვენ ვთავაზობთ თქვენს პატარებს ფერად ბჟენებს.

🐣ისინი თავად ირჩევენ ბჟენის ფერს და ამით გარკვეულწილად ერთვებიან მკურნალობის პროცესში.

🐣ასეთი ბჟენები გამოყოფს ფტორის იონებს,რაც თავიდან აგვაცილებს მეორად კარიესს.

🐣არის ბიოშეთავსებადი.

🐣არ გაიწოვება ნერწყვის ზემოქმედებით.

🐣მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ.

🚨🚨🚨კბილების პროფესიული ჰიგიენა უნდა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ.იგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:🍏ულტრაბგერითი სკალერით ღრძი...
02/06/2020

🚨🚨🚨
კბილების პროფესიული ჰიგიენა უნდა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ.იგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

🍏ულტრაბგერითი სკალერით ღრძილზედა და ღრძილქვეშა მაგარი ნადების, ანუ ქვების მოცილებას.

🎈Air-flow-ს აპარატის გამოყენებას.აირ-ჭავლოვანი მეთოდი პირის ღრუს დაავადებათა პროფილაქტიკისთვის ოქროს სტანდარტად მოწოდებული პროცედურაა,რათა მოვაცილოთ რბილი და პიგმენტური ნადები.

👨‍🎨ჯაგრისითა და აბრაზიული პასტით კბილების გაპრიალება წარმოადგენს საბოლოო ეტაპს.

🍭🍭🍭
ჩვენს კლინიკაში აირ-ჭავლოვანი მეთოდით კბილების წმენდა ხორციელდება ულტრათანამედროვე,2019 წლის გერმანული აპარატით KAVO PROPHYFLEX 4-ით. პროცედურის დროს გამოყენებული ფხვნილი შეიცავს სპეციფიკური ფორმისა და ზომის კალციუმის კარბონატის გრანულებს,რაც უზრუნველყოფს კბილის ქსოვილებისადმი დამზოგველ მიდგომას.აქვს სასიამოვნო გემო, ხოლო პროცედურის შემდეგ პირის ღრუში იკლებს მჟავიანობა, რაც მიკროფლორაზე დადებით გავლენას ახდენს. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ , მაშინ გაგონილს, ნანახი ჯობია 😀

წინასწარ ჩაწერისთვის დაგვირეკეთ ☎️ 0370274421 ან მობრძანდით 📍გორი, ი.ჭავჭავაძის N38.

იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი პირის ღრუ საჭიროა 3 მარტივი წესის დაცვა:🟣პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ზედმიწევნი...
31/05/2020

იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი პირის ღრუ საჭიროა 3 მარტივი წესის დაცვა:
🟣პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ზედმიწევნით შესრულება,რაც გულისხმობს კბილების გამოხეხვას დღეში 2ჯერ,2-3 წუთის განმავლობაში.
🟡ისეთი დამხმარე საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა ფლოსი იგივე კბილის ძაფი ან/და კბილთაშორისი ჯაგრულები, რათა მოხდეს იმ უბნების გამოსუფთავებაც, რომლებიც კბილის ჯაგრისისთვის რთულად მისადგომია.მნიშვნელოვანია პირის ღრუს სავლებები, რომლებსაც სტომატოლოგი ინდივიდუალურად, საჭიროებისამებრ შეგირჩევთ.
🟠სტომატოლოგთან ყოველ 6 თვეში პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სტუმრობა პროფესიული ჰიგიენის განსახორციელებლად.

ჩასაწერად დაგვირეკეთ ☎️ 0370274421
ან მობრძანდით 📍გორი,ჭავჭავაძის N38

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, პაციენტებო და ჩვენი კლინიკის გულშემატკივრებო✨კლინიკა ბი.ელ დენტმა წარმატებით,ყოველგვარ...
28/05/2020

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, პაციენტებო და ჩვენი კლინიკის გულშემატკივრებო✨
კლინიკა ბი.ელ დენტმა წარმატებით,ყოველგვარი ხარვეზისა და შენიშვნის გარეშე, გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგი. მადლობაც დავიმსახურეთ. შესაბამისად, 1 ივნისიდან ანუ ორშაბათიდან ახალი ძალებითა და 🦠covid-19ის🦠 პრევენციისათვის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, მზად ვართ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურებისთვის.🦷
გისურვებთ ჯანმრთელობას ❤️

Address

ი. ჭავჭავაძის N38
Gori

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00

Telephone

+995370274421

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when B.L dent • ბი.ელ დენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share