12/01/2022
გამარჯობა, მეგობრებო!
✅ დღეს მინდა ვისაუბრო კბილების გათეთრებაზე. მოგეხსენებათ უმეტესს ჩვენთაგანს უოცნებია იმაზე, რომ ქონდეს უფრო თეთრი კბილები (ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილი”).
✅ თანამედროვე სტომატოლოგიაში შესაძლებელია კბილების ქიმიური გათეთრება სპეციალური მათეთრებელი გელის და კაპების საშუალებით სახლის პირობებში ან კლინიკაში სპეციალური აპარატის და გელის გამოყენებით!
✅ ზოგჯერ პაციენტები ცდილობენ გათეთრებას სახლში: კბილის “მათეთრებელი” პასტების, მაღალაბრაზიული ნივთიერებების და არაეფექტური გელების მეშვეობით, რაც სასურველ შედეგს არ იძლევა და უმეტეს წილად იწვევს კბილების დაზიანებას (მომატებულ მგრძობელობას, მინანქრის ცვეთას და სხვა).
✅ კბილების გათეთრებისთვის უმჯობესია მიმართოდ სტომატოლოგს, იმისთვის რომ ეს პროცედურა იყოს უსაფრთხო და სასურველი შედეგის მომტანი! ❤️