21/03/2026
პაციენტმა მოგვმართა 12 კბილის მიდამოში, სასის მხრიდან ლორწოვანი გარსის შეშუპებით და ტკივილით ჩ. კტ კვლევაზე აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ზომის პერიაპიკალური პროცესი. კბილი იყო ნამკურნალები წარსულში და დაფარული იყო ცირკონის გვირგვინით.
მოხდა მიკროსკოპის ქვეშ განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა, გვირგვინის მოხსნის გარეშე.
8 თვის შემდეგ გამჭოლი დეფექტის ადგილას ჩამოყალიბდა ძვლოვანი ქსოვილი, პერიაპიკალური პროცესი მნიშვნელოვნად შემცირდა ზომაში, პაციენტს ამ ეტაპზე ჩივილები არ აქვს, ვაგრძელებთ დაკვირვებას