19/05/2026
💫🦷SIGMADENT CADCAM სპრეის დატანის ტექნიკა:
✅ გაწმინდეთ ზედაპირი — მოდელი უნდა იყოს მშრალი და მტვრის გარეშე.
✅ შეანჯღრიეთ სპრეი 10–20 წამის განმავლობაში.
✅ დაიცავით მანძილი — სპრეი შეასხურეთ მოდელიდან 10–20 სმ დაშორებით.
✅ მსუბუქი, მოკლე მოძრაობებით შეასხურეთ — არ გააჩეროთ ნაკადი ერთ წერტილზე.
✅ ერთი თხელი ფენა საკმარისია — ზედაპირი უნდა გახდეს ოდნავ მქრქალი (მატოვი), ხოლო დეტალები (საზღვრები, საფეხური, ტექსტურა) კარგად უნდა ჩანდეს.
✅ თუ პრიალა ადგილები დარჩა — დაამატეთ ძალიან მსუბუქი მეორე ფენა მხოლოდ ლოკალურად.
💫🦷როგორ მივხვდეთ, რომ სპრეის ფენა იდეალურია:
✅ მოდელი ოდნავ მქრქალი ჩანს
✅ პრეპარაციის საზღვრები კარგად ჩანს
✅ არ არის „თოვლის“ ეფექტი და სქელი თეთრი ფენა
✅ არ არის წვეთები და ლაქები
ხშირი შეცდომა:
❌ ზედმეტად თეთრი დაფარვა — სკანირება ნაკლებად ზუსტი ხდება, რადგან სპრეი დამატებით სისქეს ქმნის.
ცირკონიუმისა და მეტალის სამუშაოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ულტრათხელი ფენის დატანა.