Dr. Salome Dondoladze/ექიმი-ორთოდონტი სალომე დონდოლაძე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Dr. Salome Dondoladze/ექიმი-ორთოდონტი სალომე დონდოლაძე

Dr. Salome Dondoladze/ექიმი-ორთოდონტი სალომე დონდოლაძე გაიარე კონსულტაცია, მიიღე სწორი დიაგნოსტიკა.
577410824

ცხოვრებაში პროფესიებს საკუთარი ინტერესების მიხედვით ვირჩევთ!მეც ასე ავირჩიე სტომატოლოგია!მიყვარს რასაც ვაკეთებ…მთელს ცოდ...
31/08/2022

ცხოვრებაში პროფესიებს საკუთარი ინტერესების მიხედვით ვირჩევთ!

მეც ასე ავირჩიე სტომატოლოგია!
მიყვარს რასაც ვაკეთებ…მთელს ცოდნას და ენერგიას ვდებ ყოველ პაციენტში.

გისურვებთ ლამაზ და მომხიბვლელ ღიმილს!

მეთანხმებით? თქვენ რა პროფესიის ხართ?

#ორთოდონტია #სტომატოლოგია #ღიმილი #კბილები

🦷სწორი დიაგნოსტიკა შესაბამისი მკურნალობის დაწყების მთავარი წინაპირობაა✨ამისათვის აუცილებელია:✅კლინიკური გამოკვლევა- პირი...
31/08/2022

🦷სწორი დიაგნოსტიკა შესაბამისი მკურნალობის დაწყების მთავარი წინაპირობაა✨

ამისათვის აუცილებელია:
✅კლინიკური გამოკვლევა- პირის ღრუს დათვალიერება, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციონირების შემოწმება;
✅ორთოპანტომოგრამა-ზედა და ქვედა ყბის ერთობლივი რენტგენოლოგიური სურათი, რომლის საშუალებითაც ხდება ადენტიის, ფესვების მდებარეობის, დაბჟენილი, ორთოპედიულად აღდგენილი კბილებისა და სხვათა დიაგონსტირება;
✅ტელერენტგენოგრამა-პროფილის გამოსახულების რენტგენოლოგიური სურათი, რომლის საშუალებითაც ხდება ზრდის ტიპის, კბილთა დახრილობის და სხვადასხვა წერტილების გაზომვა/დადგენა;
✅დიაგნოსტიკური მოდელების შესწავლა არტიკულატორის საშუალებით.

კითხვების შემთხვევაში მომწერეთ პირადში 🙏🙏🙏💙

#ორთოდონტია #ბრეკეტი #კბილი #ორთოდონტისალომედონდოლაძე #ორთოდონტია #брекетыдоипосле #брекеты

🦷სწორი დიაგნოსტიკა შესაბამისი მკურნალობის დაწყების მთავარი წინაპირობაა✨ამისათვის აუცილებელია:✅კლინიკური გამოკვლევა- პირი...
31/08/2022

🦷სწორი დიაგნოსტიკა შესაბამისი მკურნალობის დაწყების მთავარი წინაპირობაა✨

ამისათვის აუცილებელია:
✅კლინიკური გამოკვლევა- პირის ღრუს დათვალიერება, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციონირების შემოწმება;
✅ორთოპანტომოგრამა-ზედა და ქვედა ყბის ერთობლივი რენტგენოლოგიური სურათი, რომლის საშუალებითაც ხდება ადენტიის, ფესვების მდებარეობის, დაბჟენილი, ორთოპედიულად აღდგენილი კბილებისა და სხვათა დიაგონსტირება;
✅ტელერენტგენოგრამა-პროფილის გამოსახულების რენტგენოლოგიური სურათი, რომლის საშუალებითაც ხდება ზრდის ტიპის, კბილთა დახრილობის და სხვადასხვა წერტილების გაზომვა/დადგენა;
✅დიაგნოსტიკური მოდელების შესწავლა არტიკულატორის საშუალებით.

კითხვების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში 🙏❤️

#ორთოდონტია #ბრეკეტი #კბილი #ორთოდონტისალომედონდოლაძე #ორთოდონტია #брекетыдоипосле #брекеты

💡 რატომ არის აუცილებელი კბილთა დგომის და თანკბილვის ანომალიების კორექცია? 🔴 არასწორ თანკბილვას მივყავართ საფეთქელ-ქვედა ...
31/08/2022

💡 რატომ არის აუცილებელი კბილთა დგომის და თანკბილვის ანომალიების კორექცია?

🔴 არასწორ თანკბილვას მივყავართ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიამდე. მისი ნიშნებია თავის ტკივილები, ტკაცუნი პირის გაღების დროს და საღეჭი კუნთების ტკივილი.

🔴მჭიდროდ მდგომი კბილების გამო ირღვევა სრულფასოვანი ჰიგიენა, რაც თავისთავად იწვევს კარიესს და მის გართულებებს.

🔴ასაკის მატებასთან ერთად მატულობს კბილების პათოლოგიური ცვეთა, რაც შემდგომში იწვევს სახის ქვედა მესამედის შემცირებას, ეს თავის მხრივ აჩქარებს დაბერების პროცესს.

🔴არასწორი თანკბილვა ერთ-ერთი მიზეზია კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების.

🔴სახის ესთეტიკის დარღვევა მნიშვნელოვანი პრობლემაა არასწორი თანკბილვისა და კბილთა დგომის დროს.

🦷არასწორი თანკბილვა!  ❌ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ არასწორი თანკბილვა მხოლოდ ესთეტიკაზე მოქმედებს!❗️სწორი თანკბილ...
31/08/2022

🦷არასწორი თანკბილვა!

❌ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ არასწორი თანკბილვა მხოლოდ ესთეტიკაზე მოქმედებს!

❗️სწორი თანკბილვა არა მხოლოდ სილამაზე, არამედ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკაცაა!

🚫არასწორი თანკბილვის დროს :

1.იზრდება დატვირთვა ყველა კბილზე!
2.იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოგიებს!
3.იგი აისახება სახის პროფილზეც!
4.ბავშვთა ასაკში იგი ასევე ხერხემლის არასწორ განვითარებაზე ახდენს გავლენას!

✅ამიტომ , ორთოდონტთან დროული კონსულტაცია და თანკბილვის გასწორება აუცილებელია!

#სტომატოლოგია #ბრეკეტები #თანკბილვა #ორთოდონტი

გადაფურცლეთ,რათა ნახოთ რა დავიწყეთ და რა მივიღეთ 16 თვეში!🤍🤍🤍 #ორთოდონტია  #ბრეკეტი  #კბილი  #ორთოდონტისალომედონდოლაძე  ...
18/05/2022

გადაფურცლეთ,რათა ნახოთ რა დავიწყეთ და რა მივიღეთ 16 თვეში!

🤍🤍🤍

#ორთოდონტია #ბრეკეტი #კბილი #ორთოდონტისალომედონდოლაძე #ორთოდონტია #брекетыдоипосле #брекеты #ბლოგერსაქართველო #ბლოგერები

მარიამი  14 წლის იყო როცა მომმართა . ესთეტიური დისკომფორტი ჰქონდა და არ მოსწონდა არასწორი ცენტრი.გააფერადე გული და გავაგ...
04/05/2022

მარიამი 14 წლის იყო როცა მომმართა . ესთეტიური დისკომფორტი ჰქონდა და არ მოსწონდა არასწორი ცენტრი.

გააფერადე გული და გავაგრძელოთ.

ამავდროულად ზედა ყბის სიბრტყე არ იყო სწორი- ანუ კანტი იყო დარღვეული.

გასწორდა ცენტი, ზედა ყბის კანტი და მივიღეთ სასურველი და ზუსტი კონტაქტები.ახლა უკვე სტულად აკმაყოფილებს ფუნქციურ სინჯებს!

გამიზიარეთ თქვენი აზრი , ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხედავთ განსხვავებას? მიგწონთ შედეგი?
#ბრეკეტი #ორთოდონტია #ბლოგერიდედა #ბლოგი #სილამაზე #ბედნიერება

13 წლის ლიზის 2წლიანი მკურნალობის შედეგი!ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის ბედნიერება და შედეგით ტკბობა. თუ შენც ხედავ ცვ...
23/04/2022

13 წლის ლიზის 2წლიანი მკურნალობის შედეგი!

ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის ბედნიერება და შედეგით ტკბობა.

თუ შენც ხედავ ცვლილებებს და მოგწონს მიღებული შედეგი , არ დაგავიწყდეს მოიწონო იგი, დამიტოვო კომენტარი და გააზიარო ეს პოსტი რომ ბევრმა ნახოს მიღებული შედეგი.

#ბრეკეტები #ორთოდონტია #ორთოდონტისალომედონდოლაძე #სილამაზე #ღიმილი #ბედნიერება

თუ თქვენ აპირებთ ან უკვე მკურნალობთ ბრეკეტ სისტემით გაგაცნობთ რეტეინერს!გირჩევთ წინასწარ შეიყვაროთ , რადგან ორთოდონტიული...
11/04/2022

თუ თქვენ აპირებთ ან უკვე მკურნალობთ ბრეკეტ სისტემით გაგაცნობთ რეტეინერს!

გირჩევთ წინასწარ შეიყვაროთ , რადგან ორთოდონტიული მკურნალობის დასრულება მის გარეშე არ არსებობს!
ბრეკეტ სისტემის მოხსნის შემდეგ აუცილებელია კბილთა სწორ პოზიციაში დაფიქსირება.

კითხვა გაგიჩნდათ ალბათ: რატომ? მიზეზი ასეთია: ბრეკეტ სისტემით ხორციელდება სხვადასხვა ძალა , რომლებიც გავლენას ახდენენ ძვლოვან ქსოვილზე, სისხლძარძვებსა და იოგოვან აპარატზე, რომელიც გარს აკრავს კბილს.ზეწოლის მოხსნის შემდეგ სწორედ ისინი ცდობენ კბილის საწყის პოზიციაში დაბრუნებას!
რეტეინერი კი არ აძლევს კბილებს მოძრაობის საშუალებას და აფიქსირებს მათ სწორ პოზიციაში!

❓იცოდით რეტეინერის მნიშვნელობის შესახებ?
❓თქვენც გაქვთ რეტეინერი?
❓ როგორ შეეგუეთ?

#ორთოდონტია #ბრეკეტი #რეტეინერი #ბრეკეტისმოხსნა

ომი და მშვიდობა! რთულია იცხოვრო, აკეთო შენი საქმე, იყო ლაღი და ბედნიერი როცა სხვა ქვეყანა იბრძვის თავისუფლების და მშვიდო...
29/03/2022

ომი და მშვიდობა!

რთულია იცხოვრო, აკეთო შენი საქმე, იყო ლაღი და ბედნიერი როცა სხვა ქვეყანა იბრძვის თავისუფლების და მშვიდობისთვის!

პატარა ბავშვები, ჩემი შვილები -აცნობიერებენ ყოველდღიური ყოფის სირთულეებს და განიცდიან! მათ ქცევებზე, განწყობაზე აისახება ეს ყველაფერი !

ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი სთორებიდან არ გავმქრალიყავი. თუმცა რთულია წერო პოსტები,დადო სასარგებლო ვიდეოები. ეს პირველი პოსტია ომის დაწყებიდან! ვეცდები ვიყო აქტიური, რაშიც თქვენი ჩართულობა და მხარშიდგომა დამეხმარება.

ყველას გვინდა მშვიდობა! ცხოვრების ჩვეული რეჟიმი-შიშის გარეშე!

როგორია თქვენი განწყობა? როგორ უმკლავდებით სტრესულ ყოველდღიურობას? ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას?

თუ შენ გაქვს ბრეკეტი, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა! საჭირო და გასათვალისწინებელი რეკომენდაციები პოსტ-კარულესში! გადაფურცლე💙კ...
16/02/2022

თუ შენ გაქვს ბრეკეტი, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა!

საჭირო და გასათვალისწინებელი რეკომენდაციები პოსტ-კარულესში!

გადაფურცლე💙

კონსუკტაციისთვის მომწერე პირად შეტყობინებაში, ან დამირეკე ☎️ 577-41-08-24

#ორთოდონტია #ბრეკეტი #კბილი #ორთოდონტისალომედონდოლაძე #ორთოდონტია #брекетыдоипосле #брекеты

- თქვენ აუცილებლდ გჭირდებათ პანორამული სურათი! მშობელს,  რომელსაც არ აქვს სამედიცინო, სტომატოლოგიური განათლება , მისთვის...
14/02/2022

- თქვენ აუცილებლდ გჭირდებათ პანორამული სურათი!

მშობელს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო, სტომატოლოგიური განათლება , მისთვის პანორამულ სურათზე ჩანს კბილები!

ჩვენთვის კი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროსაც არის აუცილებელი, რადგან პანორამაზე ჩანს როგორც კბილები, ფესვები, სასახსრე თავები, ასევე ვაფასებთ კბილთა სიმჭიდროვეს და შეგვიძლია გავთვალოთ როგორი თანკბილვა ჩამოყალიბდება კბილთა ცვლის დასრულებისას!

აბათ ყველას გაქვთ გადაღებული პანორამული სურათი ხომ?!

#ორთოდონტია #ბრეკეტი #კბილი #ორთოდონტისალომედონდოლაძე #ორთოდონტია #брекетыдоипосле #брекеты #ორთოპანტომოგრამა #რენტგენი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Salome Dondoladze/ექიმი-ორთოდონტი სალომე დონდოლაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category